Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ნაპას ველის ყველაზე ძვირადღირებული ღვინოები

ნაპას ველის ღვინოებზე Wine Searcher წერს. როგორც ვკითხულობთ, იქაურ მეღვინეებს საკმაოდ დიდი შრომა დასჭირდათ, სანამ აშშ-ს შიდა ბაზარიც კი ნაპას ღვინოებს დააფასებდა. სულ რაღაც 50 წლის წინ ამერიკელ ღვინის მოყვარულებს უფრო მეტად ფრანგული და იტალიური ღვინოები იზიდავდა, ვიდრე კალიფორნიის ჩრდილოეთ სანაპიროზე დაყენებული ღვინოები. თანდათან უფრო და უფრო მეტმა ღვინის ქარხანამ დაიწყო ხარისხიანი ღვინის წარმოება. თითოეული დაჯილდოებული ან ძვირადღირებული, დაფასებული ღვინო სხვებს უბიძგებდა იგივე გზას გაჰყოლოდნენ და საბოლოო ჯამში სწორედ ის შედეგი მივიღეთ, რაც ახლაა ნაპას ველში.

მიუხედავად მზარდი ფასებისა, ისინი წარმოუდგენლად პოპულარული რჩება ამერიკელ საზოგადოებაში. როგორც ვკითხულობთ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ფასი დაეცა. 2019 წელს ნაპას ყველაზე ძვირადღირებული ღვინოების საშუალო გლობალური საცალო ფასის როგორც წესი ორნიშნა პროცენტული ზრდა 1,25%-მდე შემცირდა, ფასები არ გაზრდილა მომავალ წელსაც. როგორც ვკითხულობთ, ყველაზე ძვირადღირებულ ღვინოების ჩამოთვლამდე ავტორი მათ ხელმისაწვდომობას, გლობალურ საშუალო ფასსა და მოთხოვნას ითვალისწინებს. Wine-Searcher-ის მიხედვით ყველაზე ძვირადღირებული ნაპას ველის ღვინოებია:

Screaming Eagle Sauvignon Blanc, Oakville      $5489 

Screaming Eagle Cabernet Sauvignon                $4754
Harlan Estate                                                    $1474
Realm Cellars The Absurd Proprietary Red        $1414
Schrader Cellars Old Sparky Beckstoffer To Kalon Vineyard Cabernet Sauvignon      $989
Hundred Acre Dark Ark Cabernet Sauvignon, Howell Mountain       $988
Scarecrow Cabernet Sauvignon, Rutherford                   $958
Tusk Estate Cabernet Sauvignon                                    $933
Kongsgaard The Judge Chardonnay                                $916
MacDonald Vineyards Cabernet Sauvignon, Oakville        $860

აღსანიშნავია, რომ Ghost Horse VIneyard-ის ღვინოებს მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილების უნდა დაეკავებინა საშუალო საცალო ფასებით 1800$ -დან 4300$-მდე. თუმცა, ისინი იმდენად შეზღუდული რაოდენობითაა, რომ სიაში ავტორმა არ შეიყვანა, მათ ნაცვლად სიაშია Scrader’s Old Sparky, რომელიც 2020 წლიდან 41%-ით გაიზარდა, მაშინ, როცა Realm 90%-ით გაზარდა ფასი.

როგორც ჩანს, სიაში ჩამოთვლილი ყველა ეს ღვინო ფასების ზრდით ხასიათდება, გარდა Screaming Eagle Cabernet Sauvignon-ისა, რომლის ფასიც 13%-ით დაეცა. თუმცა ალბათ უფრო საინტერესო ისაა, რომ 1000$-ზე მაღალფასიანი ღვინოების რაოდენობა კვლავ გაიზარდა მას შემდეგ, რაც Realm ოთხეულში მოხვდა. არადა, სულ რაღაც 8 წლის წინ Wine Sercher-ის რედაქტორი იმაზე ფიქრობდა, მიაღწევდა თუ არა ოდესმე ნაპას ველის ღვინოს საცალო ფასი 1000$-ს. ამ რამდენიმე წლის შედეგს თავადაც ხედავთ, სტატიას კი დაწვრილებით შეგიძლიათ Wine Searcher-ის გვერდზე გაეცნოთ. 

ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.