შატო მუხრანმა მერანოს ღვინის ფესტივალს წელს უკვე მესამედ 2 ივნისს უმასპინძლა. ღვინის ექსპერტებს, ენთუზიასტებს, მწერლებსა და მწარმოებლებს ქართული, პორტუგალიური, იტალიური, თურქული და სომხური 350-ზე მეტი დასახელების ღვინის გასინჯვა შეეძლოთ. როგორც მეღვინეები გვესუბრებიან, ამ ფესტივალზე განსაკუთრებით უცხოელ ღვინის ექასპერებთან და იმპორტიორებთან შესახვედრადად ემზადებიან ხოლმე, გარდა ამისა, "მერანო" გამოირჩევა სწორედ იმით, რომ არა მხოლოდ ქართულს, არამედ მსოფლიოს სხვა მნიშვნელოვანი რეგიონების ღვინის დაჭაშნიკება შეუძლია სტუმარს: “მცირე მეღვინეობა გვაქვს, წელიწადში მხოლოდ 7000 ბოთლამდე ვაწარმოებთ, მერანოზე პირველად ვიღებთ მონაწილეობას და ჩემი აზრით ასეთი ტიპის ფესტივალები, სადაც ახალ იმპორტიორებსა და ღვინით დაინტერესებულ ადამიანებს ვაცნობთ ჩვენს პროდუქტს, ძალიან მნიშვნელოვანია. ვიტყოდი, რომ ძირითადად ინტერესია ჩვენს პეტნატსა და ცოლიკოურზე. ფესტივალზე კი ბევრს აინტერესებს მგალობლიშვილი, რადგანაც იშვიათი ჯიშია, ძირითად ნაწილს არც კი სმენია მის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფესტივალი მეღვინეებისთვის მართლაც რომ დიდი და კარგი შესაძლებლობაა, სტუმრების ნაწილი ღვინის შესახებ არც ისე გაცნობიერებულია, თუმცა სწორედ ასეთ ღონისძიებებზე ხდება პროდუქტის უფრო ღრმად და უკეთ შესწავლა.” - გვიყვება გიორგი ლომიძე “ბაგრატის ღვინიდან”.
მარანი “ზოდი” იმერული ღვინის მარანია, წელს იმერეთის ღვინის კონკურსში გამარჯვებული ღვინო კი მერანოს ღვინის ფესტივალზე წარადგინა: “ჩვენ ჭიათურიდან ვართ, სოფელი ზოდიდან. წლევანდელ მერანოს ფესტივალზე 5 სახეობის ღვინოს წარმოვადგენთ: ციცქა, ცოლიკოური, ძელშავი, ძელშავის როზე და ქვიშხური, რომელიც მსოფლიოში მართლაც რომ განსაკუთრებული ჯიშია. ხუთივე ძალიან განსხვავებულია ერთმანეთისგან, თითოეულს აქვს გამორჩეული არომატი და გემური თვისებები. სტუმრებს ხუთივე ძალიან მოსწონთ. მცირე მარნებისთვის ასეთი ფესტივალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.” - გვიამბობს ნინო ბუცხრიკიძე.
მერანოს ღვინის ფესტივალზე სომხურ სტენდსაც შეხვდებოდით, სადაც საკმაოდ საინტერესო ღვინოები იყო, დაინტერესება კი - დიდი. ჟან პოლ ბერჟენი თავისი მარნის, “კრიას” შესახებ გვიყვება, რომელიც მეუღლესთან ერთად დააფუძნა: “ჩვენ სომხურ ღვინოს ჩვენით ვაწარმოებთ, 5 ჰექტარზე გვაქვს გაშენებული ვენახები. არ ვიყენებთ ჰერბიციდებსა და პესტიციდებს, ღვინოს სპონტანური დუღილით, ორგანული მეთოდებით ვაყენებთ. ვაწარმოებთ ერთი ჯიშის თეთრს, ერთს - როზესა და ასევე წითელს. ჩვენი ტექნოლოგია ასეთია: 1 წელი ღვინო ვარგდება სომხურ კასრში, შემდეგ გადაგვაქვს ბოთლებში. ამ ფესტივალზე დაინტერესება სომხური ღვინის მიმართ საკმაოდ დიდია, რაც, ჩვენთვის, გარკვეულწილად გასაკვირიც კი იყო”.
სომეხი მეღვინეების დიდი ნაწილისთვის საქართველოში ფესტივალი პირველი გამოცდილებაა: “გარდა იმისა, რომ, თავისთავად, ბევრი ქართველია, უცხოეთიდანაც არიან ღვინის პროფესიონალები და ენთუზიასტები. ჩემთვის მართლაც ძალიან კარგი შესაძლებლობაა, წარმოვადგინო ჩემი ღვინო და გავაცნო ყველა ღვინით დაინტერესებულ ადამიანს მთელი მოფლიოდან. უკუკავშირი მართლაც რომ გასაოცარია, ყველას უკვირს. აქ ბევრი ქართული ღვინოა, შესაბამისად, სომხური ღვინის გასინჯვა ყველას აინტერესებს. ჩვენი ღვინის დასაყენებლად ყველა იმ ტექნოლოგიას ვიყენებთ, რაც მსოფლიოში ცნობილია. ვიყენებთ თიხის ჭურჭელსაც, რომელიც, ფაქტობრივად იგივეა, რაც ქვევრი, მხოლოდ ფორმა აქვს ოდნავ სხვანაირი. ვიყენებთ კლასიკურ ტექნოლოგიასაც, ხოლო პირველი სომხური პეტნატები სწორედ ამ ფესტივალზე წარმოვადგინეთ.” - ჰაიკ მკრტჩიანი, aparteny wines-იდან.
მერანოზე ღვინის გარდა საკვები პროდუქტებისა და გასტრონომიული ინგრედიენტების, ხელნაკეთი ნივთებისა და აქსესუარების გამოფენაც იყო. სემინარებზი სასახლის დარბაზში ჩატარდა.
წელს დაეტამატა პანელი დათო გორგილაძესთან ერთად: “ ღვინო და სუფთა ფურცელის” შესახებ ისაუბრეს ანა კორძაია-სამადაშვილმა და “ღვინის კლუბის" პრეზიდენტმა და ლიტერატურათმცოდნე მალხაზ ხარბედიამ. შემდეგი პანელი იყო “ღვინის ლაქა სავიზიტო ბარათზე” - ეკა ყიფიანი, JWT METRO, კრეტიული დირექტორი, გიორგი პოპიაშვილი - 8K.GE, კრეატიული დირექტორი, დიზაინერი, გიორგი ქვლივიძე - Q&A, არტ დირექტორი: ქართული ღვინის მომავალზე კი • ირაკლი ჩხაიძემ, 8000 Vintages დამფუძნებელმა, გია პირადაშვილმა, Chateau Mere-ს დამფუძნებელიმა და გოგა თევზაძემ Crush Winery, მეღვინემ ისაუბრეს.
"მერანოს ფესტივალზე” სტუმრები ქართული და იტალიური სამზარეულოს მასტერკლასებსაც დაესწრნენ. სასახლის ზამთრის ბაღში კი იშვიათი ქართული ჯიშების, ამფორაში დაყენებული ღვინოებისა და სიცილიური ტერუარების შესაცებ ისაუბრეს. გაიმართა დეგუსტაციაც პორტუგალიური შემაგრებული ღვინოებისა, რომელსაც World of Wine-ის ბრენდ მენეჯრი და ბრენდის ელჩი უძღვებოდა. მერანოს ფესტივალი საქართველოში წელს უკვე მესამედ, 2 ივნისს გაიმართა.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი