Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კონფერენცია ღვინის დივერსიფიკაციისა და გლობალური ექსპორტის შესახებ

10 აგვისტოს, ბათუმში, გაიმართება მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პირველი, ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია "ღვინის დივერსიფიკაცია და გლობალური ექსპორტი". აღსანიშნავია, რომ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონფერენცია ყველა დაინტერესებული პირისთვის უფასოა. კონფერენციის ფარგლებში მიღებული სტატიები კი შერჩევისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ გამოქვეყნდება გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ყოველწლიურ, რეფერირებად ჟურნალში "აკადემიური მაცნე". 

კონფერენციაზე განსახილველი თემატიკა მოიცავს: სურსათის უვნებლობასთან და იმპორტთან დაკავშირებული ხარისხის კონტროლის მოთხოვნებს, ექსპორტის ლოჯისტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს, აგროტურიზმის დივერსიფიკაციასა და ბიზნესის ზრდის ინსტრუმენტებს. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ამერიკელი და ქართველი მეღვინეები.

კონფერენცია განკუთვნილია ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებისათვის, ტურისტული სააგენტოებისთვის, აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

შეგიძლიათ გამიზიაროთ ამ კონფერენციის ძირითადი მიზნები და თემები?

- კონფერენციის მიზანია ქართული ღვინის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაცია, ამასთან მიჩიგანის შტატის ღვინის ბიზნესის გამოცდილების გაზიარება. 

- როგორ დაიწყო/მოხდა მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის თანამშრომლობა?

- რობაქიძის უნივერსიტეტისა და მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშობლობა დაიწყო 2024 წლის თებერვალში გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა სამეცნიერო პროექტების განხორციელებას.  პროექტის განხორციელებაში ჩართულები არიან  კვლევით საკითხებში რექტორის მოადგილე, ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი, პროფესორი ვახტანგ ჭარაია, მარკეტინგისა და მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი, პროფესორი თენგიზ თაქთაქიშვილი და გრუნის ასოცირებული პროფესორი ნინო საჩალელი. 

- რომელია ზოგიერთი ძირითადი თემა ან სესიები, რომლებსაც მონაწილეები მოუთმენლად ელიან?

- ძირითადი თემები, რაზეც მიჩიგანის სახელმწიფო უნივესტიტეტისა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტების წარმომადგენლები გააკეთებენ მოხსენებებს არის ღვინის ბიზნესის დივერსიფიკაციის გზები, ღვინის ექსპორტი და ა.შ. სესია კი რასაც ყველანი ველოდებით არის ღვინის დეგუსტაციის ნაწილი, სადაც ველოდებით და ვიწვევთ ქართული ღვინის მწარმოებლებს, ხოლო მიჩიგანის უნივერისტეტი და მოწვეული მიჩიგანელი მეღვინე თავის მხრივ წარმოგვიდგენენ იქაური ღვინის დეგუსტაციას. 

- შეგიძლიათ გამოყოთ რომელიმე გამორჩეული მომხსენებელი ან პანელისტი, რომელიც წარადგენს კონფერენციას?

- რთულია გამოყოფა, რადგან ყველა პენალისტს აქვს გამორჩეული მოხსენება, რომელიც ეხება ღვინის ექსპორტს, ხარისხის კონტროლს, აგროტურიზმისა და ღვინის ტურიზმის სინერგიას და ა.შ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული