Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კლიმატური ცვლილებების გავლენა სხვადასხვა რეგიონის მეღვინეობაზე

კლიმატური ცვლილებები 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რომელსაც ბევრ სხვადასხვა სფეროზე აქვს გავლენა. ეს საკითხი მეღვინეობისთვისაც მნიშვნელოვანია, თუმცა ცვლილებების გავლენა რამდენად უარყოფითი ან დადებითია, ეს რეგიონების გეოგრაფიულ მდებარეობაზეა დამოკიდებული. ამის შესახებ სტატიაში მეღვინეები თავად საუბრობენ.

ნორვეგიელი მეღვინე ბიორნ ბერგუმი თავის ვაზსა და ყურძენზე განსაკუთრებულად ზრუნავს. მას დიდი ძალისხმევის ჩადება სჭირდება იმისთვის, რომ სასურველი მოსავალი მიიღოს. მისი ვენახი ნორვეგიის პირობებისთვის საკმაოდ ოპტიმალურ ადგილასაა, მიუხედავად იმისა, რომ თავად ნორვეგია მეღვინეობის ქვეყნად მიჩნეული არაა. თუმცა, კლიმატური ცვლილებები მეღვინეებს ვენახების ჩრდილოეთისა და სამხრეთის პოლუსებისკენ გადატანისკენ უბიძგებს.

შეიძლება ითქვას, რომ კლიმატის ცვლილებების ზოგადი ტენდენციები საკმაოდ ცხადია. კლიმატოლოგი გრეგ ჯონსის თქმით, რომელიც სწორედ ყურძნისა და ღვინის წარმოებაშია სპეციალიზებული, კლიმატური ლიმიტები შეიცვალა. მათ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ჩრდილოეთისკენ, სამხრეთში კი სამხრეთისკენ გადაინაცვლეს. Slinde Vineyard, რომელსაც ბიორნი თავის პარტნიორთან ერთად მართავს სწორედ ასეთ საზღვრებზე მდებარეობს. ვაზი ისეთ ადგილასაა გაშენებული, რომ თოვლით დაფარულ მთებს შორის, მზის სხივების ნაკლებობას არ განიცდის.

მეღვინე იხსენებს, რომ მის ბავშვობაში ეს ადგილები იყინებოდა, ახლა კი ასე აღარ ხდება, მისი თვალისთვისაც კი მარტივად შესამჩნევია ის კლიმატური ცვლილებები, რაც ამ რეგიონმა განიცადა. მოსული ნალექების ზრდასთან ერთად, ტემპერატურამაც აიწია.

მიუხედავად იმისა, რომ ნორვეგიელ მეღვინეს აწუხებს ის შედეგები, რაც კლიმატის ცვლილებამ დედამიწას შეიძლება მოუტანოს, როგორც ღვინის მწარმოებლისთვის, ეს მის სასარგებლოდ მუშაობს. ჩრდილოელი მეღვინეები ვაზის მოვლაში საოცრად დიდ შრომას დებენ. მთავარი, რაც მათ ეხმარებათ, სინათლე და მზის სხივებია. „სინათლის ნაკლებობა არ გვაქვს, ესაა ჩვენი უპირატესობა. ასევე, გრილი ღამეები, ციცაბო ბორცვებიდან მზის არეკვლაც დადებითად მოქმედებს“. ამის შედეგად კი ვაზი ბუნებრივად მდიდრდება, რაც კარგ ღვინოს იძლევა.

ბიორნი ნორვეგიელი მეღვინეების მთავარ პრობლემაზე საუბრობს - იმ უნდობლობაზე, რაც მათი ღვინისადმი არსებობს. ზოგადი განწყობები სკეპტიკურია, დადებითი შეფასების გამოხატვას კი, ბიორნის თქმით, ხმამაღლა ერიდებიან. ბიორნს ნორვეგიულ კონკურსებში რამდენიმე ოქროს მედალი აქვს მოპოვებული, ახლა კი მსოფლიო კონკურსებზე უნდა ბედის ცდა. მიმდინარე წელს ის და თავის პარტნიორი კომერციული საქმიანობის გაფართოებას გეგმავენ და სურთ ნორვეგიული ღვინის ახალ მიმდინარეობას ჩაუდგნენ სათავეში.

თუ კლიმატური ცვლილებები მეღვინეობის ახალი რეგიონებისთვის შანსია, ტრადიციული რეგიონებისთვის სერიოზულ გამოწვევად იქცევა.

ბორდოში კლიმატური ცვლილებები საგრძნობია, ამბობს სალი ევანსი, მევენახე ბორდოდან. ექსტრემალურმა კლიმატურმა მოვლენებმა იმატა. ტემპერატურის ზრდა კი ჭიქაშიც იგრძნობა.

„როდესაც ტემპერატურა იმატებს, ყურძენში გაცილებით მეტი შაქარია, რაც დუღილის დროს მეტ ალკოჰოლსაც ნიშნავს. ბოლო 30 წლის განმავლობაში, ღვინოში ალკოჰოლი საშუალოდ დაახლოებით ორი გრადუსით გაიზარდა. მზე და სითბო ღვინის მჟავიანობასა და გემოებზეც იქონიებს გავლენას.“ - ამბობს ევანსი.

ამ ყველაფრის გამო, ბორდოს რეგიონში არაერთი მეღვინე ვაზის ახალი ჯიშების გაშენებას იწყებს. ასევე, მათ, ვენახში მუშაობის ცვლილებით, ახალ პირობებთან ადაპტაცია შეძლეს. სალი ევანსის აზრით, მეღვინეებმა და მომხმარებლებმაც წინასწარ უნდა იცოდნენ, რომ ზოგიერთ ღვინოს მომავალში ცვლილება დაეტყობა. ეს არ ნიშნავს რომ ხარისხი დაიკლებს, პირიქით, შეიძლება რაიმე გაუმჯობესდეს. მისთვის მთავარია მეღვინეებმა გაითვალისწინონ ის ცვლილებები, რაც გარემოში ხდება, კრეატიულობის ხარჯზე კი ტრადიციის შენარჩუნება და ხარისხის გაუმჯობესება შესაძლებელია.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული