Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“ჯერ თავად სინჯავდნენ, შემდეგ კი სხვებთან ერთად ბრუნდებოდნენ საქართველოს დახლთან” - ქარვისფერი ღვინის ფესტივალი სლოვენიაში

აპრილის ბოლოს იზოლა ქარვისფერი ღვინოების მსოფლიო დედაქალაქად იქცა. ტრადიციული ქარვისფერი ღვინის ფესტივალი ძველი ქალაქის ცენტრში სლოვენიაში 2012 წლიდან იმართება. ფესტივალზე ათობით მეღვინე წარსდგა მრავალი ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდანაც. მთლიანობაში 9 ქვეყნიდან 66-მა მარანმა  წარმოადგინა თავისი ქარვისფერი ღვინოები.

მარნების ყველაზე დიდი რაოდენობით მონაწილეობა სლოვენიამ მიიღო, შემდეგ იტალიამ და ავსტრიამ, იყვნენ ასევე ფრანგული, ჩეხური, ბერძნული და ხორვატიული მეღვინეობები. 28 აპრილამდე ფესტივალი ვერონაში გაიმართა, სადაც ისევე, როგორც იზოლაში, 3 ქართულ მარანს შეხვდებოდით: “ფესტივალი ემსახურება ქარვისფერი ღვინის შესახებ ცნობადობის გაზრდასა და ამ ნიშური პროდუქციის პოპულარიზაციას ღვინის სფეროში. ფესტივალი მნიშვნელოვანია ახალი ღვინის მოყვარულთა მოზიდვის თალსაზრისითაც.” - ვკითხულობთ მთავარ გვერდზე. 

საქართველოდან, როგორც უკვე ვახსენე, სამმა მარანმა წარადგინა ქარვისფერი ღვინოები. ესენია “მელიტონი”, “რტონი” და “მარანი კასრელი”. ამ მარნებისა და მათი ღვინოების წარმდგენი ფესტივალზე, აურიკა კროიტორი გვესაუბრება, რომ საქართველოს მიმართ საკმაოდ დიდი დაინტერესება იყო: “სულ 4 ქარვისფერი ღვინო გვქონდა გატანილი, ოთხივე ქვევრში დავარგებული. ის რაოდენობა, რაც გათვლილი გქვონდა, დღის ბოლომდე არ გვეყო. ხალხი მოდიოდა, კონკრეტულად აინტერესებდათ ქართული ღვინო, შემდეგ სხვები მოჰყავდათ და ზოგი გასასინჯად ათჯერაც კი ბრუნდებოდა ჩვენს დახლთან.“ “მელიტონიდან” წარმოდგენილი იყო 2021 წლის ქვევრის ბოლნური რქაწითელი, “რტონიდან” კახური მწვანე, “კასრელიდან” - “ერეკლე”, რომელიც 4 კახური ჯიშის კოფერმენტაციაა და ასევე ჩიტისთვალა.

როგორც აურიკა აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მხოლოდ 3 მარანი წარმოადგენდა, ბევრი მიდიოდა ისეთი, ვისაც გაგონილი ან გასინჯული ჰქონდა ქართული ქარვისფერი ღვინო. საკმაოდ ბევრმა იცოდა კარგად ქვევრის ღვინოების შესახებ, თვითონ არჩევდნენ ესა თუ ის ღვინო რამდენ ხანს იყო ქვევრში ჭაჭაზე დავარგებული: “ზოგი გასასინჯად, უფრო უკეთ გასარკვევად მოდიოდა, სად და როგორ იწურებოდა ჩვენი ღვინო, რომელ რეგიონში რომელი ვაზის ჯიშისგან. გვქონდა იშვიათი ღვინოები, ბოლნური რქაწითელი და ჩიტისთვალა, რომელიც საქართველოშიც კი არაა ცნობილი. რქაწითელი მათთვის უცნობი არ ყოფილა, თუმცა ვუხსნიდი იმას, თუ რითაა ის განსხვავებული და გამორჩეული. იმას ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ღვინო განსაკუთრებით მოეწონათ სხვა დანარჩენებთან შედარებით. არჩევანი სტუმრებს შორის გაიყო, ზოგიერთს ძალიან მოსწონდა კახური მწვანე და ჩიტისთვალა, ზოგი ძალიან ბევრჯერ დაბრუნდა ბოლნური რქაწითელისა და “ერეკლესთვის”, შეთავაზებებიც მივიღეთ და მთლიანობაში უამრავი ემოციით დატვირთული ჩამოვედი.” - გვიამბობს აურიკა.

ფესტივალი ერთი დღით, 28 აპრილს გაიმართა. დასწრება ფასიანი იყო როგორც მონაწილისთვის, ისევე სტუმრისათვის, ჩატარდა კულინარიული მასტერკლასებიც. მიუხედავად იმისა, რომ ქართული სამზარეულო ფესტივალზე წარმოდგენილი არ ყოფილა, კროიტორი აღნიშნავს, რომ ქართული ტკბილეულის, ჩურჩხელის, ჩირისა და ტყლაპის ასორტი სტუმრებს ძალიან მოეწონათ: “ისე გამოვიდა, თითქოს ჩვენი მეხუთე პროდუქტი ეს ასორტი იყო. სხვათაშორის, ძალიან მოსწონდათ ჩურჩხელისა და ქვევრის ღვინის შეხამება. მე არ მირჩევია, თუმცა ამით სტუმრების დიდი ნაწილი აღფრთოვანდა. ბრუნდებოდნენ, მეგობრები მოჰყავდათ, იმათაც ასინჯებდნენ ჩვენს ღვინოსა და ტკბილეულობას. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 3 მარანი იყო ქართული, ძალიან დიდი ინტერესი დავინახე”. 

გიორგი სხირტლაძე, “მელიტონისა” და “რტონის” დამფუძნებელი საუბრობს, რომ იქ საქართველოს ყველა იცნობს, როგორც ქარვისფერი ღვინის სამშობლოს. ბევრი ამბობდა, რომ ფესტივალზე წარმოდგენილ ღვინოებთაგან საუკეთესო ჩვენი, ქვევრის ღვინოები იყო: “ყველაზე დიდ მიღწევად ის ფაქტი მიმაჩნია, რომ ღვინის სამშობლოდ საქართველოს აღიარებენ, ასევე ისიც ძალიან საამაყოა, რომ ფესტივალის მთავარ ბანერზე ქართული წარწარაც იყო. ჩვენი იქ არყოფნა ნამდვილად წარმოუდგენელი იქნებოდა”.  ფესტივალმა მთლიანობაში ძალიან კარგად და შედეგიანად ჩაიარა. სრულ მონაწილეთა სიას კი Orange Wine Festival-ის გვერდზე ნახავთ.
© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.