Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Პირველი გზამკვლევი საქართველოში - lonely planet

ტომ მასტერსი Lonely Planet-ის ჟურნალში საქართველოს შესახებ სტატიას წერს, სტუმრებსა და ტურისტებს საინტერესო ინფორმაციას უზიარებს ქართული კულტურის, გარემოსა და ღვინის შესახებ: “საქართველოს „კავკასიის დედოფალია“, რომელიც ცნობილია უძველესი და თანამედროვე ტრადიციების ერთმანეთთან შერწყმით, განსაცვიფრებელი ბუნებრივი სილამაზითა და მდიდარი კულტურული ტრადიციებით. მიუხედავად მისი მცირე ზომისა, საქართველოს უზარმაზარი პეიზაჟები და მთები სტუმარს აუცილებლად აღმატებულ განცდას მიანიჭებს”.

მასტერსი მკითხველს საქართველოიში სტუმრობას  ივნისში, ივლისსა და აგვისტოში ურჩევს მთის ლაშქრობისთვის: “მაისი ან სექტემბერი კი ურბანული აღმოჩენებისთვისაა საუკეთესო დრო, რათა თავიდან აიცილოთ ხალხმრავლობა და მაღალი ფასები. ზამთრის სტუმრობა (ნოემბრიდან მარტამდე) არც იმდენად კარგია შეზღუდული ინფრასტრუქტურის გამო, მაგრამ კარგ გამოცდილებასა და სასტუმროს ყველაზე დაბალ ფასებს ზამთარში შეხვდებით”.

ავტორი სტუმრებს სთავაზობს, მინიმუმ ერთი კვირა გაატარონ საქართველოში, რათა სრულად განიცადონ თბილისი, მისი გარემო და მთები. მასტერსი აღნიშნავს, რომ ევროპიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და აზიიდან საქართველოში ჩამოსვლა მარტივია. სტატიაში კი აღნიშნავს, რომ ხელმისაწვდომი შიდა რეისებია როგორც მთიან რეგიონებში, ასევე ზღვისპირა ქალაქებში. მეტწილად თბილისზე საუბრობს და ხაზს უსვამს  ტაძრებისა და ძველი თბილისის გამორჩეულობას.

მასტერსი ქართულ ღვინოსაც აფასებს და წერს მის მნიშვნელობაზე ადგილობრივ კულტურასა და ქართულ სტუმართმოყვარეობაში: “აქ ხშირად მიირთმევენ ხელნაკეთ ღვინოს ტრადიციულ კერძებთან და სადღეგრძელოებთან ერთად ეროვნული სულისკვეთებით. ქართული ღვინო, რომელიც ღრმად არის ფესვგადგმული ქვეყნის კულტურაში, აუმჯობესებს და სულ სხვანაირ ელფერს სძენს მოგზაურების გამოცდილებას საქართველოში. ქართული ღვინის ტრადიცია ქვეყნის მეღვინეობის მდიდარ ისტორიას ასახავს, რომელიც 8000 წლით დათარიღებული ტექნიკითაა გამორჩეული”. სტატიას წაიკითხავთ lonely planet-ზე.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული