Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ევროპული ქარვისფერი ღვინოების დეგუსტაცია

ბოლო პერიოდში ქარვისფერი ღვინოები განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა, რაც ევროპელებისთვის საინტერესო წარმოების მეთოდითა და თვისებებითაა განპირობებული. სტატიაში ოთხი ისეთი ღვინის დახასიათებას ვეცნობით, რომლებიც განსხვავებულად არის წარმოებული და თითოეული ღვინის არომატებისა და გემური თვისებების შესახებაც ვკითხულობთ.

პირველი ღვინო იყო 2023 წლის Albariño-ის ქარვისფერი ღვინო: "ღვინო გამოირჩევა ვაშლის ნოტებით და ტექსტურით, სიმძიმით, რაც ქმნიდა შარდონესა და სოვინიონ ბლანის ჰიბრიდულ გამოცდილებას. ღვინო არ აროს ზედმეტად "თავისუფალი" და მარტივი, თუმცა ახასიათებს ნაზი და დაბალანსებული არომატები".

შემდეგია 2023 წლის სოვინიონ ბლანის ქარვისფერი ღვინო: "ამ ღვინომ გამოავლინა მჟავიანობის მკვეთრი შეგრძნება, გამოირჩეოდა უფრო საინტერესო გამოცდილებით. მისი ტექსტურა მეტად სიღრმის და უფრო რთული, კომპექსური ნოტებითაა სავსე, რამაც დეგუსტაციისას სტუმრებზე დადებითი განცდა დატოვა."

მესამე ღვინო, 2023 წლის Gewürztraminer-ის ქარვისფერი, განსაკუთრებით გამოირჩეოდა მისი ტრადიციული არომატებით უფრო ფართო პროფილით. ეს ღვინო განსაკუთრებით კარგად ერგება ხილსა და ხემსს.

ბოლო, თუმცა ავტორის ერთ-ერთი რჩეული ღვინო არის 2023 წლის Viognier-ის ქარვისფერი ღვინო. მეგობრებმა აღნიშნეს, რომ ეს ღვინო იყო განსაკუთრებულად საინტერესო, დაბალანსებული, არომატული და გრძელი დაბოლოებით: "მისი გემო ძალიან დაბალანსებული აღმოჩნდა და საბოლოოდ სწორედ ამ ღვინომ გვაგრძნობინა, რომ ადგილისთვის ზუსტად იყო შესაფერისი. დეგუსტაციის მთავარი ღირებულება იყო ჩვენი, დეგუსტატორების მზადყოფნა, რომ ქარვისფერი ღვინო მეტად ახლოს გაგვეცნო და წინასწარი შეხედულებები ნიუანსების გათვალისწინებით გაგვეანალიზებინა." - ვკითხულობთ სტატიაში.

ასეთი სიღრმისეული მიდგომა, რომელიც აერთიანებს ცნობადობას და ინტერესს, ქმნის იდეალურ გარემოს როგორც ღვინის მწარმოებლების, ისე ღვინის მოყვარულებისათვის.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.