Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“ეს რეგიონები აუცილებლად ითამაშებენ მნიშვნელოვან როლს მსოფლიო ღვინის ინდუსტრიაში” - forbes სტატიას აქვეყნებს

ეს სტატია ორიოდე დღის წინ რეიჩელ კინგმა გამოაქვეყნა Forbes.com-ზე, სადაც ახალი ღვინის რეგიონების მზარდ პოპულარობას აღწერს გლობალური მასშტაბით. კინგი ხაზს უსვამს, რომ ახლა ყურადღება გადადის იმ ახალ რეგიონებზე, რომლებიც უნიკალურ არომატებს, ღვინის საინტერესო ვარიაციებსა და ვაზის ჯიშებს სთავაზობენ მსოფლიოს.

კინგი იწყებს სამხრეთ ამერიკის ღვინის რეგიონების კვლევით, კერძოდ ჩილესა და არგენტინაზე საუბრით. იგი ხაზს უსვამს არგენტინაში მენდოსას რეგიონს, რომელიც ცნობილია თავისი მალბეკით. ჩილეს კასაბლანკას ხეობაზეც წერს, რომელიც თავისი ცინცხალი სოვინიონ ბლანითა და პინო ნუარით გამოირჩევა. ეს რეგიონები ცნობილია ვაზის ჯიშებისთვის სასურველი კლიმატითა და ინოვაციური ღვინის წარმოების ტექნიკით, რაც მათ გლობალურ ღვინის ბაზარზე სტატუსის ამაღლებაში ეხმარება.

შემდეგ ავტორი განიხილავს პორტუგალიის დუროს ხეობას, რომელიც ცნობილია პორტოს ღვინით და ახლა უფრო და უფრო პოპულარული ხედბა სასუფრე ღვინით. იგი აღნიშნავს, რომ პორტუგალიელი მეღვინეები ტრადიციულ მეთოდებისა თანამედროვე პრაქტიკების ერთმანეთთან შერწყმით აწარმოებენ ღვინოებს, რომლებიც საერთაშორისო აღიარებას იძენენ.

ავტორი ასევე ახსენებს ახალ ზელანდიას, განსაკუთრებით მარლბოროს რეგიონს, რომელმაც მოიპოვა რეპუტაცია თავისი განსაკუთრებული სოვინიონ ბლანით. კინგი ხაზს უსვამს ქვეყნის ცივ კლიმატს და მასთან გამკლავების წარმატებას ბოლო პერიოდში. 

სტატიის მნიშვნელოვანი ნაწილი მიეძღვნა საქართველოს. კინგი აღნიშნავს, რომ საქართველოს აქვს ვენახების უძველესი ისტორია, რომელიც 8,000 წელზე მეტს ითვლის და წერს, რომ  ქართული ღვინოები სულ უფრო წარმატებული ხდება უნიკალურობისა და მაღალი ხარისხის გამო. იგი ხაზს უსვამს ქართული მეღვინეების მიერ გამოყენებულ ინოვაციურ ტექნიკებს და მდგრად პრაქტიკებს, რაც მათ ღვინოებს უნიკალურ თვისებებს ანიჭებს. სტატიაში რეიჩელ კინგი აღნიშნავს, რომ საფერავი და რქაწითელი ორი გამორჩეული ქართული ვაზის ჯიშია, რომლებიც განსაკუთრებულია უნიკალური გემური თვისებებითა. ის ხაზს უსვამს, რომ საფერავი ცნობილია თავისი ღრმა ფერით და მდიდარი, კომპლექსური გემოთი, ხოლო რქაწითელი თავისი დახვეწილი არომატით. ორივე ეს ღვინო წარმოადგენს საქართველოს უძველესი მეღვინეობის ტრადიციებს და თანამედროვე მეღვინეების ინოვაციურ მიდგომებს. კინგი აღნიშნავს შემდეგ ქართულ მეღვინეობებს: “ქინძმარაულის მარანსა” და “თელავის ღვინის მარანს”

გარდა ამისა, ის განიხილავს სამხრეთ აფრიკის სტელენბოშის რეგიონის ღვინოების აღზევებას, რომელიც ცნობილია თავისი მძლავრი წითელი და გრილი თეთრი ღვინოებით. ხაზს უსვამს რეგიონის მრავალფეროვან ტერუარს და ადგილობრივი მეღვინეების მხრიდან ხარისხისა და მდგრადობისადმი ერთგულებას.

ჩინეთისაც აღმოაჩენთ სტატიაში. კინგი აღნიშნავს ნინშიის რეგიონს, რომელიც სწრაფად იძენს აღიარებას თავისი მაღალი ხარისხის ღვინოებით, განსაკუთრებით ბორდოს სტილის წითელი ღვინოებით. წერს, რომ ჩინელი მეღვინეები დიდ ინვესტიციებს დებენ თანამედროვე ტექნიკებში და საერთაშორისო ჯილდოებს იღებენ, რაც ჩინეთს მნიშვნელოვან მოთამაშედ აქცევს გლობალურ ღვინის ინდუსტრიაში.

ბოლოს, სტატიაში აღწერს ამ რეგიონების ეკონომიკურ ზეგავლენას და აღნიშნავს, როგორ აძლიერებს ღვინის ინდუსტრია ამ ქვეყნების ეკონომიკას და ახალ შესაძლებლობებს ქმნის ადგილობრივი მეღვინეებისთვის. კინგი ასკვნის, რომ ღვინის მოყვარულებმა ყურადღება უნდა მიაქციონ საქართველოს და სხვა ახალ რეგიონებს, რადგან ისინი აუცილებლად ითამაშებენ მნიშვნელოვან როლს მსოფლიო ღვინის ინდუსტრიის მომავალში. სტატიას გაეცნობით forbes.com-ზე.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.