Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ალკოჰოლური სასმლის სექტორი უკრაინის მხარდაჭერას არ წყვეტს

უკრაინაში რუსეთის შემდეგ დაწყებული საომარი მოქმედებები ისევ გრძელდება. უკრაინის ჯარის გარკვეული წარმატებების შემდეგ, ომის დროს დაწესებული შეზღუდვების ნაწილი უქმდება. თუმცა, ქვეყანა ისევ დიდი სირთულეების წინაშეა. ალკოჰოლური სასმლის სექტორი ისევ სოლიდარულია და მხარდაჭერას განაგრძობს.

უკრაინული არყის  ყველაზე ცნობილი ბრენდი XDAR VODKA მუშაობას აახლებს. ომის დაწყების შემდეგ კომპანიას არყის წარმოების შეჩერება მოუწია, თუმცა მათ კომპანიის თანამშრომლებისთვის ანაზღაურების გადახდა არ შეუწყვეტიათ. დასაქმებული ადამიანების რაოდენობა 4400-ს აჭარბებს. მათი ნაწილი ახლა უკრაინის დასაცავად იბრძვის, კომპანია კი მათ მხარდაჭერას განაგრძობს. ამას არყის იმპორტიორებიც აღნიშნავენ. უკრაინული კომპანია, რუსეთის თავდასხმამდე, წელიწადში 150 მილიონ ბოთლს აწარმოებდა. Bayadera Group აღმოსავლეთ ევროპაში ალკოჰოლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია პროდუქციის ეკოლოგიური სისუფთავე.

სოციალურ მედიაში უკრაინის მხარდამჭერი კამპანია არ წყდება, რაშიც ღვინოს კომპანიები და მეღვინეები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში აქტიურობენ. ამერიკის არაერთ შტატში, კალიფორნიასა თუ ორეგონში, საქველმოქმედო საღამოები იმართება, რომლებშიც ადგილობრივი მეღვინეობები მონაწილეობენ.

5 აპრილს მსოფლიოს ლიდერმა ონლაინ ღვინის აუქციონმა iDealwine.com უკრაინის მხარდასაჭერი ღონისძიება გამართა, სადაც 750 ბოთლი ღვინო გაიყიდა. შემოსული თანხა კი ფინანსური და სამედიცინო დახმარების სახით უკრაინის მხარდამჭერ ფონდებს გადაეცათ.

ამ დროისთვის დაახლოებით 300 ბოთლი ბორდო ფრანგმა მეღვინეებმა ორგანიზატორებს გადასცეს. აუქციონი ახლაც მიმდინარეობს და 15 აპრილამდე გაგრძელდება. iDealwine 2000 წელს დაარსდა და ფრანგული ცნობილი ღვინოების აუქციონით მსოფლიოში მოწინავე პოზიციაზეა. მასში ღვინის 650,000 მოყვარული და სამოცზე მეტი ქვეყანა ერთიანდება.

რუსეთის აგრესიასთან ერთად მის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციებიც ძლიერდება. სანქციებს ახლა უკვე ავსტრალია შეუერთდა და ძვირადღირებული პროდუქციის რუსეთში გაყიდვა აკრძალა, რაშიც ძვირადღირებული ღვინოებიც შევიდნენ. ავსტრალიელი სენატორი აცხადებს, რომ რუსი ჯარისკაცების ქმედებები „საშინელების ზღვარს სცდება“. ყველაფერი უნდა გაკეთდეს რუსეთის შესაკავებლად, ეკონომიკური სანქციები და ზეწოლის ზრდა კი ქვეყანას მნიშვნელოვნად მიაჩნია.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული