Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ZERO COMPROMISE 2025 — ფესტივალის მნიშვნელობა და მოლოდინები

საქართველოში ბუნებრივი ღვინის ყველაზე დიდი ფესტივალი ZERO COMPROMISE 2025 2-3 მაისს გაიმართება. ფესტივალის ორგანიზატორია ასოციაცია „ბუნებრივი ღვინო“, რომელიც საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ორ მთავარ ბუნებრივი ღვინის ფესტივალს — „ამერიმერს“ და ZERO COMPROMISE-ს ატარებს. ამასთან, ფესტივალის პარტნიორია აჭარა ჯგუფი.

ტრადიციულად, ფესტივალში მონაწილეობენ ასოციაციის წევრი მეღვინეები მთელი საქართველოდან, ღონისძიებას კი არა მხოლოდ ღვინის მოყვარულები, არამედ ღვინის იმპორტიორები, ჟურნალისტები და მევენახეობა-მეღვინეობის ექსპერტებიც დაესწრებიან.

წლევანდელ ფესტივალში სტუმრის სტატუსით ოცამდე ევროპელი ბუნებრივი ღვინის მწარმოებელი მეღვინე მიიღებს მონაწილეობას. ღვინის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ, დააგემოვნონ საფრანგეთის, იტალიის, ავსტრიისა და სხვა მეღვინეობის ქვეყნებიდან ჩამოტანილი ღვინოები, რომლებიც უკვე ერთი წელია, საქართველოშიც იყიდება.

აღსანიშნავია, რომ დაჭაშნიკების გარდა, სტუმრები ღვინის ხელმისაწვდომ ფასად შეძენასაც შეძლებენ და კულინარიული მრავალფეროვნებაც ელით — სხვადასხვა კვების ობიექტი ქართულ და ევროპულ კერძებს წარმოადგენენ.

ZERO COMPROMISE-ის მნიშვნელობისა და ფესტივალზე მიღებული გამოცდილების შესახებ გვესაუბრნენ მონაწილე მარნები.

რეზო გეთიაშვილი, ვაჟა გეთიაშვილის მარანი: „ჩვენი საოჯახო მარანი უკვე რამდენიმე წელია ამ ფესტივალში მონაწილეობს, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე, რომლისთვისაც ვემზადებით. წელს ბევრი სიახლეც გვექნება, უფრო მეტი ღვინის ასორტიმენტით წარვდგებით ფესტივალზე, მათ შორის იქნება იშვიათი ღვინოებიც, მაგალითად შავი რქაწითელი, ასევე რქაწითელის ევროპული თეთრი ვერსია და სხვა. ჩვენ ვცდილობთ, რომ ახალ ტენდენციებს ავუწყოთ ფეხი, ამიტომ კახურ-რქაწითელურ ხაზთან ერთად ევროპული ხაზის ღვინოებიც გვექნება, რაც ძალიან კარგი შესაძლებლობაა მრავალფეროვნებისა და მეტი ასორტიმენტისთვის. უპირველესად, ჩვენთვის ეს ფესტივალი იდენტობის ნაწილია, რაც ადასტურებს, რომ ჩვენ ვართ ნამდვილად ამ კლუბის, ამ ასოციაციის წევრები. ასევე ვრჩებით იმ პრინციპების ერთგულნი, რასაც ნატურალური მეღვინეობა ჰქვია და ამასთან დაკავშირებით არანაირი კომპრომისი არ არსებობს.

მეღვინეები ამ ფესტივალზე წელიწადში ორჯერ ვხვდებით იმისთვის, რომ ერთმანეთს ჩვენ-ჩვენი ღვინოები გავუზიაროთ და გავაცნოთ. ეს არაა მხოლოდ კლუბი, ეს არის მაინც საზოგადოება, სადაც ერთი ღირებულებების მქონე ადამიანები ვართ გაერთიანებული. ამ ფესტივალის პირველი იდეური დანიშნულება ალბათ მაინც ეს არის, რაც საერთო კულტურულ, სულიერ ნაწილებს მოიაზრებს, თუმცა ამ ფესტივალს აქვს საკმაოდ დიდი კომერციული დანიშნულებაც. ფესტივალზე იქნებიან ღვინის ექსპორტიორებიც, რომელიც სპეციალურად ჩამოდიან ამ ღონისძიებაზე დასასწრებად, რათა შეარჩიონ ღვინოები ევროპისა და ამერიკის ბაზარზე გასატანად. ეს ის ბაზრებია, სადაც ქართული ღვინო ჯერ კიდევ ეძებს თავის ადგილს უფრო მაღალფასიან, ნატურალურ, ე.წ კრაფტ ღვინოების სეგმენტში და ძალიან კარგია, რომ თანდათანობით ქართული ღვინო ამ სეგმენტში თავის ნიშას პოულობს, როგორც ევროპულ, ასევე ამერიკულ ბაზარზე.

ეს ფესტივალი ჩვენ ყოველთვის გვაძლევდა საშუალებას, რომ ექსპორტიორებს პირადად შევხვედროდით, წელს წინასწარი ინფორმაცია გვაქვს, რომ მათ კვლავ შევხვდებით როგორც ფესტივალზე, ასევე ფესტივალის შემდგომ დღეებში, როდესაც სხვადასხვა რეგიონში სადეგუსტაციო ღონისძიებები გაიმართება. ისინი არიან ჩვენი პოტენციური პარტნიორები, რომლებთანაც ხშირად ვითარდება თანამშრომლობა, რის შედეგადაც ჩვენი ღვინო საერთაშორისო ბაზარზე გადის და ეს არის ალბათ ამ ფესტივალის ყველაზე მნიშვნელოვანი დანიშნულება და ფუნქცია —საოჯახო, მცირე ნატურალური ღვინის მწარმოებლებმა თავიანთი ღირსეული ადგილი დაიკავონ ევროპულ და ამერიკულ ბაზარზე“.

თენგიზ დვალიშვილის მეღვინეობა: ZERO COMPROMISE ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ბუნებრივი ღვინის ყველაზე დიდი გამოფენა საქართველოში. ფესტივალში 2022 წლიდან ვმონაწილეობ და ის მოლოდინები, რაც თავიდანვე მქონდა, ჩემთვის ნამდვილად გამართლდა. სწორედ ფესტივალზე გავიცანი ერთ-ერთი გამოფენის იტალიელი ორგანიზატორები, რომელიც ფესტივალს მილანში აწყობენ, მათ დამპატიჟეს თავიანთ გამოფენაზე, რომელზეც დღემდე ვმონაწილეობ. რაც შეეხება ახალ ღვინოებს, რომლებსაც ZERO COMPROMISE-ზე წარვადგენ, გასული წელი ძალიან კარგი იყო ქართლში და ჩემს სოფელში, კარგი და ხარისხიანი მოსავალი მივიღეთ, შესაბამისად, მე მაქვს შვიდი სახეობის ყურძენი და წელს ვაპირებ, რომ შვიდი სახეობის ღვინო წარვადგინო. მათ შორის იქნება: გორული მწვანე - პეტ ნატი, თავკვერი, დანახარული და ჩინური ქვევრის, ბუდეშური თეთრი კლასიკურად, ასევე შავკაპიტო და შავი ჩინური. ეს უკანასკნელი ერთ-ერთი იშვიათი ჯიშია, რომლის შესახებაც ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის. წელს ფესტივალზე ეს ღვინო მეორედ უნდა წარვადგინო. ძირითადად აქცენტი გაკეთებული მაქვს პირდაპირ, ადგილზე ღვინის დეგუსტაციაზე, ვინაიდან, ღვინოტურიზმში ვართ ჩართულები, მე ამ ფესტივალზე არ ვეძებ ექსპორტიორს, უბრალოდ მინდა, რომ მონაწილეობით სიამოვნება მივიღო, გავიცნო ახალი ადამიანები, რომლებიც შემდგომში ჩემთან მოდიან, მსტუმრობენ, თავიანთ მეგობრებს გზავნიან და ეს ყველაფერი ჩემს სოფლის ცხოვრებას უფრო ლამაზსა და საინტერესოს ხდის. სწორედ ეს არის ის მიზანი, რაც ამ ფესტივალს აქვს ჩემთვის.

ამასთან, გასულ წელს, როდესაც მოსავალი უკვე ქვევრებში იყო და ვიცოდით, რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა, დავრეგისტრირდი ROWINE-ის გვერდზე და ასევე ნიუ-იორკის გამოფენაზე, რომელიც წელს, 9-10 ნოემბერს გაიმართება. ამ გამოფენაზე ჩემი ღვინო აუცილებლად იქნება, მე ვიქნები თუ არა ფიზიკურად იქ, ამას საელჩო გადაწყვეტს. სწორედ ამას გვაძლევს კიდევ ასოციაცია, რომ ამხელა მასშტაბის ფესტივალზე, როგორიცაა მაგალითად ROWINE, მონაწილეობა მივიღოთ. ეს ფესტივალი ტარდება მსოფლიოს 8 ქვეყნის, 8 ქალაქში, რომელთა შორისაა ნიუ-იორკი, მონრეალი, შანხაი, ტოკიო, პარიზი, ბერლინი, კოპენჰაგენი... შესაბამისად, ეს ჩემთვის ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან ზუსტად ასოციაციამ და ბუნებრივი ღვინის წარმოებამ მომცა იმის საშუალება, რომ ჩემი ღვინო წელს ნიუ-იორკის გამოფენაზე წარდგეს. მე ეს ძალიან მახარებს“.

ტარიელ ლომთაძის მარანი - ZERO COMPROMISE ჩვენთვის და არა მხოლოდ, ძალიან მნიშვნელოვანი ფესტივალია. ჩვენს მეღვინეობას წელს წარმოდგენილი ექნება რაჭული ადგილობრივი ჯიშის ყურძნის ღვინოები, წულუკიძის თეთრა და ალექსანდროული . ასევე, იშვიათი ღვინო „კუდურაული", რომელიც რაჭული თეთრი ყურძნის ჯიშია. მოლოდინი დიდია... ველოდებით საინტერესო წინადადებებსა და დადებით შეფასებას“.

წლევანდელ ფესტივალზე მონაწილეთა სია კი ასეთია:

1. იბერიელი გური კახეთი

2. მარანი სილოვანი გურია

3. მარტვილის მარანი სამეგრელო

4. ამირან ვეფხვაძის მარანი იმერეთი

5. არჩილ გუნიავას მარანი იმერეთი

6. სიმონიკა - ჩხეიძეების ღვინო იმერეთი

7. ბაღდათის მამულები იმერეთი

8. გაიოზ სოფრომაძე იმერეთი

9. მშვენიერაძეების მარანი იმერეთი

10. მაკარიძის მარანი იმერეთი

11. მეღვინეობა ნაგუთნები იმერეთი

12. ბაგრატის ღვინო იმერეთი

13. მირიანის მარანი იმერეთი

14. მინაძის მარანი ფერსვი იმერეთი

15. ლაშა გურულის მარანი - ენკენი იმერეთი

16. ალაფიანის მარანი კახეთი,ქართლი

17. ალექსანდრეს მარანი კახეთი

18. ანაპეას სოფელი, კახეთი

19. მეღვინეობა თილისმა კახეთი

20. ართანული ღვინო კახეთი

21. კორტავების მარანი კახეთი

22. მეღვინეობა ნაფერები კახეთი

23. ანთაძეების მარანი კახეთი

24. მეღვინეობა მალატი კახეთი

25. ლომთაძეების მარანი კახეთი

26. კოლაგის კახეთი

27. მეღვინეობა მახარებელი კახეთი

28. ილტოს ველი კახეთი

29. ვაჟა გეთიაშვილის მარანი კახეთი

30. მარანი იორა კახეთი

31. ბაწაშვილის მარანი კახეთი

32. კეროვანი კახეთი

33. მეღვინეობა დანო კახეთი

34. ლევანის მარანი ახმეტა კახეთი

35. მარტიაშვილის მარანი კახეთი

36. ზურაბ კვირიაშვილის ვენახები კახეთი

37. კონდოლი ვაინერი კახეთი

38. ჟუკა სანოს მარანი კახეთი

39. ექიმის ბიო მარანი კახეთი

40. თედოს მარანი კახეთი

41. ლაგვანი კახეთი

42. ახმეტის ღვინის სახლი კახეთი

43. პატარა მარანიკახეთი

44. ჯუსოს მეღვინეობა კახეთი

45. მანავი ვაინს კახეთი

46. ჩიტოს ღვინო კახეთი

47. მათიაშვილის მარანი კახეთი

48. მეღვინეობა ართანა კახეთი

49. იასეს მარანი კახეთი

50. ნადელები კახეთი

51. ბაკურციხელი კახეთი

52. ოქრო ღვინო კახეთი

53. რობის მარანი კახეთი

54. ნიკალას მარანი კახეთი

55. ღვარძელაშვილის მარანი კახეთი

56. ლაფატი კახეთი

57. მართალი ღვინო კახეთი

58. ჭორტაულის ვენახები კახეთი

59. ანდრიას ღვინო კახეთი,იმერეთი,ქართლი

60. ღვინო „ხვთისია“ კახეთი

61. ჩვენი ღვინო კახეთი

62. დო რე მი კახეთი

63. ველინო კახეთი

64. ალექსი ციხელიშვილის მარანი კახეთი

65. ჭონას მარანი კახეთი

66. დავით გრემელაშვილის მარანი კახეთი

67. ხოხბის ცრემლები კახეთი

68. გოგა ანკას მარანი გაფრენილი კახეთი

69. პატარიძის რაჭული რაჭა

70. ტარიელ ლომთაძის მარანი რაჭა

71. ხვედელიანების მარანი რაჭა

72. მარანი თამანი ლეჩხუმი

73. ნიაბის მარანი შიდა ქართლი

74. თენგიზ დვალიშვილის მეღვინეობა შიდა ქართლი

75. სამთავისის მარანი შიდა ქართლი

76. თეძამი ვაინს შიდა ქართლი

77. შერმა შიდა ქართლი

78. გიორგი რევაზაშვილი შიდა ქართლი

79. ბუას მარანი მცხეთა მთიანეთი

80. უნარი მცხეთა მთიანეთი

81. გოცას მარანი ქვემო ქართლი

82. ანგურა ქვემო ქართლი

83. დემის მარანი ქვემო ქართლი

84. გაბრიელის ღვინო ქვემო ქართლი

 

უცხოელი მეღვინეები

85. Christian Tschida Austria

86. Weingut Maria & Sepp Muster Austria

87. Gut Oggau Austria

88. CLOS DU TUE-BOEUF France

89. Malikuda Wine Taiwan

90. ALTURA VIGNETO Italy

91. Domaine L'Octavin France

92. Domaine Matassa France

93. Domaine Mosse France

94. Recrue des Sens France

95. Tiques Vins Spain

96. La Salada Spain

97. Les Cantarelles Spain

98. Mendall Spain

99. Celler Escoda Sanahuja Spain

100. Oriol Artigas Spain

101. Pep Spain

102. El Regreso Spain

103. Tren de Vida Spain

104. Bodega Cueva Spain

105. Klinec Slovenia

106. Tom Shobbrook Australia

107. Azienda Agricola Foradori Italy

108. La Stoppa Italy

109. Vino di Anna Italy

110. Fonterenza Italy

111. Cascina Degli Ulivi Italy

112. KABAJ WINE Slovenia

113. MESASHUNA WINES Turkey

114. YOIGOKOCHI SAKE Japan

115. Neta Mezcal Mezcal Mexico

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული