Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Wine Well - მცირე მარნების ანთოლოგია (86)

- როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

-  მარნის დაარსება 2014 წელს გადავწყვიტე, მაშინ როდესაც საოჯახო მცირე მარნები და ნატურალისტი მეღვინეები ჯერ კიდევ ნაკლებად იყო გავრცელებული ჩვენს ქვეყანაში. მიზანი ოჯახის მრავალწლიანი ტრადიციის გაგრძელება და მისთვის თანამედროვე შტრიხების დამატება იყო.

- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

- ამ ეტაპზე გაშენებული მაქვს კახური მწვანე, რქაწითელი და საფერავი. ასევე, მაქვს ახლად ნაშენი ხიხვი, რომლის მოსავალსაც 2 წელიწადში ველოდებით. შემდეგში ვფიქრობ მეტი აქცენტი გავაკეთო ქართულ გადაშენებულ და მივიწრებულ ჯიშებზე.

- რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

- ვაწარმოებ კახურ ტრადიციულ ქვევრის მწვანეს, რქაწითელს და საფერავს. გარდა ამისა მაქვს შემაგრებული სადესერტო ღვინო, რომელიც მზადდება კახური მწვანის ჯიშის ყურძნისგან. ვაინ ველის ღვინოები სხვა ქვევრის ღვინისგან განსხვავებით, ბევრად მსუბუქი და ხავერდოვანია. ქართული ღვინის მოყვარულებისთვის ჩემი ღვინოების სიმსუბუქე არის სიახლე, რადგან ითვლება, რომ ტრადიციულ ქვევრის ღვინო არის ბევრად უხეში და ტანინებით გაჯერებული.

- გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

- სანამ ღვინის ბოთლებში ჩამოსხმას დავიწყებდი, წლების განმავლობაში ჩემს ღვინოს ყიდულობდა „საქართველოს ტრადიციული მეღვინეობის გაერთიანება“, რომლბიც სხვადასხვა კუთხიდან ყიდულობდნენ მაღალი ხარისხის ღვინოს და თვითონ აფასოებდნენ ბოთლებში. ბოთლში ჩამოსხმის შემდეგ პირველი მომხმარებლები იყვნენ სხვადასხვა პატარა ღვინის ბარები და მაღაზიები, რომლებიც მეტ აქცენტს აკეთებდნენ მცირე მარნის ღვინოებზე

- გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

- ამ ეტაპზე ვაინ ველის ღვინოები მხოლოდ ადგილობრივი მომხმარებლებისთვის არის ხელმისაწვდომი შეზღუდული რაოდენობის გამო

- რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

- შესაფუთი მასალების ხელმისაწვდომობა მცირე მარნებისთვის, მწირი რაოდენობის შემთხვევაში გაცილებით მაღალი ფასის გადახდა უწევს მარანს. უნდა დაიხვეწოს ყურძნის ხარისხის კონტროლი, რაც შედეგად მაღალი ხარისხის ღვინოს მოგვცემს


- თქვენი აზრით. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

- მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ხელშეწყობა ახალგაზრდა მეღვინეებისთვის, თუნდაც განათლების ამაღლების კუთხით. ვფიქრობ ყველასთვის სასარგებლო იქნება მაღალი კვალიფიკაციის მქონე მეღვინეები, რომლებიც ხარისხიან ღვინოს შესთავაზებენ ადგილობრივ თუ უცხოელ მომხმარებელს და ხელს შეუწყობენ ქვეყნის, როგორც ღვინის სამშობლოს პოზიციონირებას.

- რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

- ვურჩევდი სწორი აქცენტების გაკეთებას, ხარისხზე და არა რაოდენობაზე. ნუ შეეშინდებათ ექსპერიმენტების, სცადონ შექმნან ახალი ტიპის და განსხვავებული არომატების ღვინო, თუნდაც ეს ეწინააღმდეგებოდეს ტრადიციულ მეთოდებს და ტექნოლოგიას.

მარნის მისამართი: ყვარლის რაიონი, სოფელი ახალსოფელი
ტელეფონი: 598 866 774
ელფოსტა: info@winewell.ge
ვებ/ფეისბუკ გვერდი: https://www.facebook.com/winewell.ge, ამჟმად ფეისბუქ გვერდი არ არის აქტიური

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული