Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Vinexpo America 2023 და ქართული ღვინო

გასულ კვირას ნიუ-იორკში Javits Center-ში ორი დღის განმავლობაში Vinexpo America 2023 მიმდინარეობდა. გამოფენაზე 32 ქვეყნიდან მთლიანობაში 440 ღვინო იყო წარმოდგენილი, გაიმართა პრეზენტაციები, საქმიანი შეხვედრები ღვინის დისტრიბუტორებთან, მოყვარულებთან, ექსპორტიორებთან და ექსპერტებთან. სხვა ქვეყნებთან ერთად გამოფენაზე ქართულ მარნებსაც აღმოაჩენდით თავიანთი საინტერესო და უნიკალური ღვინოებით. 

2023 წელს გამოფენაზე შარშანდელთან შედარებით დასწრება 28%-ით გაიზარდა. Vinexpo America და Drinks America კი საბოლოოდ ჩრდილოეთ ამერიკაში ალკოჰოლური სასმელებისა და ღვინის წამყვან საერთაშორისო გამოფენად იქცა. 2022 წლის შემდეგ გამოფენაზე მწარმოებელთა რაოდენობა 30%-ითაა გაზრდილი, ახლა სხვა ქვეყნებთან ერთად აშშ-ს 40 შტატი იყო წარმოდგენილი: “ამ წელს ნამდვილად განსაკუთრებული იყო დასწრება. ეს კი ხარისხთან და დიდ მოთხოვნასთან ერთად განაპირობებს ამ ღონისძიების საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ამერიკის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ბაზრისათვის”. - აღნიშნავს ბეკი კიერი, Vinexpo Americas ღონისძიების ხელმძღვანელი. 

Vinexpo America-ზე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქართულმა მეღვინეობებმაც მიიღეს მონაწილეობა, მათ შორისაა Ambra. როგორც აკაკი სირაძე აღნიშნავს, გამოფენაზე იყვნენ საერთაშორისო სომელიეები და ღვინის ოსტატები სხვადასხვა ქვეყნიდან, იყო წარმოდგენილი ღვინის ბარები და მარნები: “ამ ფესტივალმა განაპირობა ჩვენს ღვინოებზე უფრო მზარდი მოთხოვნა, ვიდრე აქამდე იყო. საზოგადოებას გავაცანით რაჭული ღვინოები. ჩვენ ვართ პირველი კომპანია, რომელიც 10 სახეობის რაჭული ღვინით ვართ წარმოდგენილი ამერიკის ბაზარზე, კონკრეტულად ვაშინგტონსა და რამდენიმე შტატში. რაც შეეხება გამოფენას, მოლოდინები ნამდვილად გაამართლა. ძალიან ბევრი სტუმარი და ღვინოების მრავალფეროვნება იყო”. 

როგორც ის აღნიშნავს, ქართული ღვინო აშშ-ში ნელ-ნელა სახელს იხვეჭს და უფრო და უფრო პოპულარული ხდება: “აქამდე არც თუ ისე კარგად იცნობდნენ საქართველოს და ქართულ ღვინოს. ეს ბოლო წლებია საქართველოდან გატანილი ღვინოების რაოდენობაც გაზრდილია. ღვინის ბარებში ითხოვენ ქართულ ქვევრის და კლასიკური დაწურვის განსაკუთრებით მშრალ ღვინოებს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი და ნამდვილად თვალშისაცემია ამერიკიდან მოთხოვნის ზრდა.” - გვიამბობენ Ambra-დან.

“მეღვინეობა ზოდი”-დან 4 საოხეობა იმერული ღვინო ჰქონდათ წარმოდგენილი: “გამოფენაზე ციცქა, ცოლიკოური, ძელშავი და ქვისყური გავიტანეთ. ქვისყურის ჯიშის ყურძნისგან მხოლოდ ჩვენი მარანი აყენებს ღვინოს, Vinexpo-ზე კი საკმაოდ დიდი გამოხმაურება დაიმსახურა. ვინც ღვინის სფეროში ექსპერტია, მათთვის ცნობილია ქართული ღვინო, თუმცა რახან მოსახლეობა ბევრია, საჭიროების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია კიდევ უფრო მეტ ადამიანამდე მივიდეს. ქვევრის ღვინო მათთვის ნამდვილად უცხო და საინტერესოა, ითხოვენ კიდევ უფრო მეტ ახსნას, ვიდრე კლასიკური ტექნოლოგიის შემთხვევაში”. Vinexpo-ს შესახებ მათსავე გვერდზე უფრო დეტალურ ინფორმაციას გაეცნობით. 

©ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული