Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინისა და ყველის შეხამება

ადრე ფიქრობდნენ, რომ წითელი ღვინო და ყველი განსაკუთრებულად უხდებოდა ერთმანეთს, თუმცა სინამდვილეში თეთრი ღვინო, რომელიც ბევრად რბილი და მსუბუქია, უფრო უხდება ყველს. სპეციალისტები იმასაც აღნიშნავენ, რომ წითელი ღვინის მკვეთრად გამოხატული გემო ხშირად ახშობს ყველის არომატებს. 

ცნობილია ისიც, რომ ერთი და იმავე რეგიონის ღვინო და ყველი ძალიან კარგად ეხამება ერთმანეთს. მიიჩნევენ, რომ რბილი ყველის სახეობებს, მაგალითად რიკოტას და მოცარელას მსუბუქი თეთრი ღვინოები უფრო უხდება, მაგარი ტიპის ყველებს კი, როგორიცაა ჩედარი, ედამერი - წითელ ღვინოებთან ერთად მიირთმევენ, მაგალითად, კაბერნე სოვინიონთან, მალბეკთან და ა.შ. 

ექსპერტები გვირჩევენ, რომ შედარებით ახალ კამამბერსა და ბრის მსუბუქი წითელი ღვინოები უნდა შევუხამოთ, ხოლო ცოტა დაძველებულ და გამაგრებულ იმავე ყველებს უფრო ძლიერი, დავარგებული ღვინოები შევურჩიოთ. ლურჯი ყველის სახეობებს ძალიან უხდება სადესერტო, შემაგრებული ტიპის ღვინოები, თხის ყველთან კი საუკეთესოა თეთრი მშრალისა და ვარდისფერი ღვინოების მირთმევაა უპრიანი. რაც უფრო დავარგებულია ყველი, მით მეტად დავარგებული ღვინო უხდება. Wine Folly ღვინისა და ყველის 12 კლასიკურ შეხამებას სთავაზობს მკითხველს. 

სოვინიონ ბლანი და თხის ყველი

თხის ყველს ძალიან მძაფრი არომატები  აქვს, მისი სტრუქტურა კი რბილი, კრემისებურია. სოვიონ ბლანი, განსაკუთრებით კი ცივი კლიმატიდან, როგორიცაა საფრანგეთი და ახალი ზელანდია, ხშირად ავლენს ციტრუსისა და მწვანე ვაშლის არომატებს. მისი მკვეთრი, მჟავე ხასიათი თხის ყველის გემოს ძალიან კარგად აბალანსებს. თხის ყველის კრემისებური ტექსტურა ხოლო ღვინის მსუბუქი, საშუალო სხეული მაღალი მჟავიანობით ქმნის კონტრასტს, რომლითაც ძალიან საინტერესო კომბინაცია დგება. 

კაბერნე სოვინიონი და დავარგებული ჩედარი
კაბერნე სოვინიონი წითელი ღვინოა, რომელსაც შავი მოცხარის, ალუბლის, თამბაქოს, კედრისა და ზოგჯერ ვანილის ნოტები ახასიათებს. ჩედარი კი თავის მხრივ ასაკთან ერთად კომპლექსურ გემოებს იძენს, ასევე ნიგვზის, ქონდრისა და სხვა მეტად მძაფრ არომატებს. კაბერნე თავისი მდიდარი, ინტენსიური სტრუქტურით, რომელსაც ასევე ტანინების მარალი დონე ახასიათებს, ძალიან უხდება ამ ცხიმიან, მყარი ტექსტურის ყველს. საბოლოოდ ეს კომბინაცია ძალიან სასიამოვნო, დაბალანსებული და გემრიელი გამოდის. 

რისლინგი და რაკლეტი

რისლინგი თეთრი ღვინოა, რომელიც ცნობილია თავისი არომატული პროფილით, ყვავილებისა და ხილის ნოტებით. ხშირად რისლინგი მაღალმჟვიანია და რაკლეტის ყველის მდიდარ, ნაღებისა და კრემოვან სტრუქტურას განსაკუთრებით უხდება. ბუნებრივი სიტკბო, რომელიც ზოგიერთ რისლინგში გვხვდება, ასევე ძალიან კარგად ეხამება ყველს.

მალბეკი და ედამი 
მალბეკი არის საშუალო, სრულტანინიანი წითელი ღვინო, ედამი კი თხილეულის არომატით გამორჩეული არც ისე რბილი ყველი. მიუხედავად იმისა, რომ მალბეკისა და ედამის გემოები არ არის ძალიან კონტრასტული, ერთმანეთს ნამდვილად უხდება. ღვინის ხილისა და სანელებლების ნოტები ედამის გემოს ძალიან კარგად ეხამება. მალბეკის ღვინოებს, განსაკუთრებით არგენტინაში მენდოზას მსგავსი კლიმატის რეგიონებიდან, ხშირად ტანინების ზომიერი დონე ახასიათებთ, ტანინები პირის ღრუში სიმშრალის შეგრძნებას იწვევს და ყველის ტექსტურას მთლიანობაში ძალიან უხდება.

პინო ნუარი და გრუიერი

პინო ნუარი საშუალოდ ტანინიანი წითელი ღვინოა, რომელიც ხშირად ავლენს წითელი კენკრის, ალუბლის, მიწისა და ზოგჯერ სანელებლების არომატებს. გრუიერი შვეიცარიული ყველია ოდნავ ტკბილი ტონებით. ყველს კრემისებური სტრუქტურა აქვს, პინო ნუართან შეხამებისას, რომელიც უფრო მსუბუქი და ხავერდოვანი ღვინოა, იქმნება ძალიან სასიამოვნო და გემრიელი კონტრასტი. ყველს Gruyère ქალაქ გრუიერესის საპატივცემულოდ დაერქვა, Pinot Noir-ით კი საფრანგეთია ცნობილი, განსაკუთებით ბორდოს რეგიონი. პინო ნუარისა და Gruyère-ის კომბინაციას შვეიცარიულ და ბურგუნდიულ კულინარიაში ძალიან ხშირად შეხვდებით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული