Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“ღვინის ტურიზმი მხოლოდ ღვინის დეგუსტაციით არ შემოიფარგლება” - რას ნიშნავს ღვინის ტურიზმი ქართულ რეალობაში

"საქართველოში ღვინის ტურიზმი ისეთი რამაა, რაც ღვინოზე მეტს ნიშნავს. ეს არის მემკვიდრეობა, ისტორია, კულტურა, ლანდშაფტი, არქეოლოგიური ძეგლები და გასტრონომია. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი მიწას უკავშირდება, ადამიანებს.. სტუმართმოყვარეობა საქართველოში უძველესი ტრადიციებით არის გამყარებული, ხოლო საქართველოს მონახულება, მოკლედ რომ შევაჯამოთ, უნიკალური და ემოციური გამოცდილებაა." - ასე იწყება სტატია Georgian Wine UK-ზე, სადაც ავტორი მკითხველს საქართველოსა და ქართული ღვინის კულტურის შესახებ უამბონს.

"წარმოიდგინეთ, როგორ მოივლით კავკასიის მთების თვალწარმტაც ბილიკებს, სადაც ყოველი ნაბიჯი უნიკალური ღვინისა და კერძების დაგემოვნებას გულისხმობს. აქ არა მხოლოდ შთამბეჭდავ ხედებს, არამედ ადგილობრივ რიტუალებსა და წეს-ჩვეულებებსაც შეხვდებით, რაც ქვეყნის მდიდარ და ღრმა წარსულზე მოგვითხრობს."

ავტორი ამახვილებს ყურადღებას საქართველოს ღვინის ტურიზმის უნიკალურობასა  და მრავალმხრივ გამოცდილებაზე. განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს კახეთის რეგიონზე, სადაც ტურისტებს შეუძლიათ მოინახულონ უძველესი მარნები  და ვენახები, ისწავლონ ქვევრის ღვინის დაყენების მეთოდი და ისიამოვნონ ტრადიციული სუფრითა და სადღეგრძელოებით. ავტორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს გამოცდილება დაკავშირებულია მიწასთან და ადამიანებთან.

წერს იმ ფაქტზე, რომ მრავალი ვენახი მისდევს დაბალინტერვენციულ პრაქტიკებს და ტურისტებს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ გარემოს დაცვისადმი კეთილგანწყობილ მწარმოებლებს. სტატიის დასასრულს ავტორმა აღნიშნა, რომ საქართველოს ღვინის რეგიონების მონახულება უნიკალური შესაძლებლობაა, რომელიც საშუალებას იძლევა, დაუახლოვდეთ მიწას და ხალხს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნეს ეს ტრადიციები: "არტეფაქტები გვთავაზობს ცივილიზაციის ისეთ შემონახულ ისტორიას, რომელიც ამ მიწებმა ათასწლეულების განმავლობაში გამოიარეს. ამ ადგილების მონახულება ხშირად მოგზაურობის გამორჩეული ნაწილია, სადაც უძველესი ქვევრები და სხვა საგნები ღვინის კულტურის მრავალწლიან ურთიერთობას ამოწმებს".

საქართველოში მდგრადი ტურიზმის განვითარების აუცილებლობა აშკარაა, მრავალი ვენახი მისდევს დაბალინტერვენციულ პრაქტიკებს და ტურისტებს მოუწოდებენ მხარი დაუჭირონ გარემოს დაცვისადმი კეთილგანწყობილ მწარმოებლებს. ეს უზრუნველყოფს, რომ ქართული ღვინის წარმოების ბუნებრივი სილამაზე და მდიდარი მემკვიდრეობა მომავალი თაობებისთვისაც შენარჩუნდეს.სტატია შეგიძლიათ წაიკითხოთ  georgianwine.uk-ზე.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული