Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის ფესტივალი “ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე 2022“ შაბათს, 22 ოქტომბერს გაიმართება.

ღვინის კლუბი“ ქართული ღვინის დღეების, „ღვინობისთვე 2022“-ის ფარგლებში, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება, გიწვევთ საფესტივალო აქციაზე “ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე 2022".

ღონისძიება მთაწმინდის პარკში გაიმართება 22 ოქტომბერს (11:00-დან 18:00 საათამდე), სადაც ბოლო 5 წლის მანძილზე სახელმოხვეჭილი თუ დამწყები ახალი მცირე მარნები წარმოადგენენ თავიანთ ღვინოებს. ასპარეზზე 2010 წლიდან ყოველ წელს სხვადასხვა, ახალი საოჯახო მარნები და ღვინის კომპანიები ჩნდებიან. ღვინის ფესტივალის ხიბლი სწორედაც რომ ღვინოების მრავალფეროვნებაა, მეღვინეებთან და ღვინის მწარმოებლებთან უშუალო შეხვედრა და კონკრეტულ მარნებზე მეტის გაგება. 

ფესტივალზე საუკეთესო გარემო დაგხვდებათ, სადაც მევენახე–მეღვინეები სტუმრებს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ. აქ გასინჯავთ ბევრისთვის უცნობი, ახალი მარნების ღვინოებს. ღვინის გარდა გემრიელი კერძები, გართობა და მთაწმინდური შემოდგომა გელით. 

ფესტივალში მონაწილეობას იღებს 30 მცირე მარანი. მისი მნიშვნელობისა და მოლოდინების შესახებ მარანი “ველეულა” გვესაუბრა: “ზოგადად, ფესტივალებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მცირე მარნებისთვის, რადგან უფრო მეტმა ხალხმა გაიცნოს და მეტმა დააგემოვნოს ჩვენი ღვინოები. მთაწმინდის ფესტივალზე მცირე მარნებს ყოველთვის დიდი ყურადღება ექცევა, 22-შიც ველოდებით ძალიან ბევრ ხალხს, როგორც ადგილობრივებს, ასევე, ტურისტებსაც, რათა ჩვენი პროდუქციის შესახებ უფრო მეტ ადამიანს ვაცნობოთ”.

როგორც Lisiwine-ის მეღვინე, ილია მესხიშვილი აღნიშნავს, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ფესტივალზე ტურისტების ყოფნა, რომლებიც საქართველოსა და ქართული ღვინოების შესახებ უფრო უკეთ და დეტალურად გაიგებენ: “პირველ რიგში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ღვინოების პოპულარიზაცია. თუმცა, უნდა ითქვას, რომ საჭიროა არამარტო ცნობადობა, არამედ კავშირების დამყარებაც სხვადასხვა კომპანიებთან, უცხოელ იმპორტიორებთან. ტურისტული კუთხით მართლაც რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ფესტივალი, რადგან, როგორც წესი, მას ბევრი გიდი და კომპანია ესწრება ხოლმე, რომლებსაც ჩვენთან, მცირე მარნებთან თანამშრომლობა სურთ.

ფესტივალის შესახებ მეღვინეობა “ნანუაც” საუბრობს: “ღვინის კლუბი ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს ქართული მეღვინეობა-მევენახეობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დატვირთული გრაფიკი გვაქვს განსაკუთრებით ამ პერიოდში, მაინც ძალიან დიდი სიამოვნებით ვიღებ მონაწილეობას. მოლოდინები გვაქვს ძალიან დიდი. იქ მოსული სტუმრები გაიცნობენ ახალ ღვინოებს, უცნობ ჯიშებს. მნიშვნელოვანია ახალი კონტაქტები და ურთიერთობები ყველა მცირე მარნისათვის”.

მთლიანობაში შაბათს, ღვინის ფესტივალზე 30 მცირე მარანი მიიღებს მონაწილეობას:

Lisiwine – Meskhishvili family winery

Wine Well

ველეულა

ეინშენთ ველი

ფერსვი

სამისი

ლა ვინო

როშა

39 ქვევრი

IQVE Winery / იქვე მეღვინეობა

გურამ ჯანიაშვილის მარანი

ილტოს ველი

ღვინო კალოუბანი

მარანი ნანუა

მოსავალი პირველი

ნიკა ჯანიაშვილის მარანი

საღვინე სახლი თბილისი

ალაფიანი

შატო ველისი

მარანი უწყინარი

როჭოს ვენახები

შერმა - საოჯახო მეღვინეობა

ქიზიყური ტრადიციული

კახა ბერაძის მარანი

ტალერის ტერასები

სველი ძაღლი

არაგვისპირის მარანი

ღვინიერა

ლეგასი

მენაბდის მარანი

ნამდვილი ღვინო

ფესტივალის მხარდამჭერია ღვინის ეროვნული სააგენტო და მთაწმინდის პარკი. როგორც ყოველთვის სტუმრების დასწრება ფესტივალზე თავისუფალია! 

© ღვინის კლუბი/vinoge.com



რანაირად ახერხებენ ასე ყველაფრის ერთმანეთთან დამთხვევას. ხო შეიძლებოდა გურჯაანს სხვა დღე ამოერჩია? ამიტომ მე და ჩემი მეგობრები მივდივართ მთაწმინდაზე.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.