Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“ჩვენ ერთ-ერთი პირველები ვართ, რომლებმაც ქვევრების მიწის ზემოთ დადგმა გადავწყვიტეთ” - ინტერვიუ ბესიკ ქარაბაკთან

"კაპიტოს მარანი" მცირე მარნების ფესტივალის ერთ-ერთი მონაწილეა, ინტერვიუში კი ბესიკ ქარაბაკი მათი წარსადგენი ღვინოების გემურ პროფილზე, თავის გამოცდილებასა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრება. 
- მოკლედ გვიამბეთ თქვენი მარნის შესახებ, როგორ დაიწყეთ ეს საქმიანობა? როგორ მოხვდით ღვინის სამყაროში?

- კაპიტოს მარანი დაარსდა 2017 წელს, 2017 წელს ზემო ხანდაკში 
შევიძინეთ სახლი, საიდანაც დაიბადა ღვინის წარმოების იდეა. 2017 წელს დავამთავრე მევენახეობა-მეღვინეობის 3 თვიანი ტრეინინგ კურსი ვინემოს ღვინის სკოლაში , 2023-ში კი დავამთავრე აგრარული უნივერსტეტის მევენახეობა-მეღვინეობის1 წლიანი პროფესიული კურსი.

- თქვენი წარსადგენი ღვინოები გაგვაცანით, მათი არომატები და გემური პროფილი, თქვენი რჩეული ღვინო რომელია?

- ამ ფესტივალზე ჩვენ წარვადგენთ 4 ღვინოს. გორულ მწვანეს, კლასიკურს, რომელიც 1 თვის განმავლობაში იყო ლექზე, აქვს ციტრუსის არომატები , განსაკუთრებით კი ლიმნის ცედრას იგრძნობთ. შავკაპიტო ქვევრის გამოირჩევა ახალი ხილის არომატებით ,კერძოდ ალუბლის. დანახარული ქვევრის კი ახალი ხილის ნოტებით ,კერძოდ შინდით. თავკვერი ქვევრის, მწიფე ხილისა და ჩირების სურნელებით ხასიათდება, მათ შორის მწიფე ბალითა და ქლიავის ჩირით.

- რითია “მცირე მარნების ფესტივალი” გამორჩეული თქვენთვის სხვა ფესტივალებისგან?

-ამ ფესტივალზე გვაქვს საშუალება გავზარდოთ ცნობადობა მცირე მარნების შესახებ, რაც ჩვენთვის სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია.

- თქვენი აზრით, რა არის ის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც მცირე მარნებს უფრო დიდი, ბაზარზე დამკვიდრებული ღვინის საწარმოებისგან გამოარჩევს?

-მცირე მარნები, განსხვავებით დიდი საწარმოებისგან, უფრო მეტად არიან ორიენტირებულნი ხარისხზე და გამოირჩევიან არომატების მრავალფეროვნებით.

- რა დაბრკოლებები შეგხვედრიათ თქვენ, როგორც მცირე მეწარმესა და მეღვინეს ღვინის ბაზარზე?

-დაბრკოლებად მესახება ის, რომ ცნობადობა დაბალია, გაყიდვების პრობლემაც არის და ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფომ უფრო მეტად უნდა შეუწყოს ფინანსურად ხელი მცირე მეწარმეებსა და მეღვინეებს. 

- რაიმე ახალი კატეგორიის ღვინის დაყენებას ხომ არ ფიქრობთ მომავალში, რა სამომავლო გეგმები გაქვთ და თქვენი აზრით, რამდენად დაგეხმარებათ ფესტივალი ამ სამომავლო გეგმების განხორციელებაში?

- სამომავლოდ ვაპირებთ ზამთრის ღვინის დაყენებას ,რომელიც იწარმოება გამომშრალი ყურძნისგან, ასევე თავკვერის ჩინურისა და გორული მწვანის ერთად დაყენებას,  ვგეგმავთ ტურისტების ადგილზე მიღებასაც და ჩვენი ღვინისთვის ექსპორტზე გატანას.

- როგორ ვითარდებოდა თქვენი ღვინოსთან ურთიერთობა, რაიმე ახალ, განსხვავებულ ტექნიკას ან მეთოდს ხომ არ იყენებთ?
- ჩვენი მეღვინეობა ერთ-ერთი პირველია, რომლებმაც ქვევრები მიწის ზემოთ დავდგით და ღვინის ფერმენტაცია, დაძველება ასე მიმდინარეობს. ვატარებთ ექსპერიმენტებს ღვინის  ჭაჭასთან კონტაქტის დროზე, ლექზე დავარგების ოპტიმალური დროსა და სხვა მრავალზე.

- როგორც მეღვინე, რა რჩევას მისცემდით ღვინის მოყვარულებს, რომლებიც ფესტივალს პირველად სტუმრობენ?

- ნახევრად ტკბილი და ტკბილი ღვინოების ნაცვლად, ვურჩევდი, ფესტივალზე მშრალი ღვინოები დააჭაშნიკონ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.