ლოს-ანჯელესის შემდეგ RAW Wine ტოკიოს ესტუმრა. ნატურალური ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე წელს ქართული 11 მარანი იყო წარმოდგენილი. გამოფენა 13 მაისს დასრულდა, ორდღიან გამოფენაზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ქართული ღვინოების დაჭაშნიკებასთან ერთად ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციებსა და ტექნოლოგიას გაცნობოდნენ, ასევე ქართულ კულტურასა და ისტორიას: “ქართული ღვინის წარდგენა ამ გამოფენაზე ქვევრის ღვინის ცნობადობას ზრდის, რაც პოტენციური იმპორტიორებისა პოვნისა და ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობებს იძლევა”.
RAW Wine (The artisan Wine Fair) მსოფლიოში ერთ-ერთ გამორჩეულ გამოფენად ითვლება, სადაც მაღალი ხარისხის მხოლოდ ბუნებრივი ღვინის მწარმოებლები თავიანთ პროდუქტს ღვინის მოყვარულებს, იმპორტორებს, ექსპერტებსა და ღვინის მწერლებს აცნობენ. წელს გამოფენაში 160-მდე მწარმოებელი იღებდა მონაწილეობას 26 ქვეყნიდან, მათ შორის ფინეთიდან, ხორვატიიდან, იაპონიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, კორეიდან, მექსიკიდან და ა.შ.ივნისის დასაწყისში ღონისძიება კოპენჰაგენში გადაინაცვლებს. აღსანიშნავია, რომ ტოკიოში თითქმის ორჯერ მეტი ქვეყანა იღებს მონაწილეობას, ვიდრე აპრილში აშშ-ში.
იაპონია ქართული ღვინისთვის საკმაოდ წარმატებული ბაზარია. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, იაპონიაში 28 ათასი ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც 549 %-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ქართული მეღვინეობების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
“კასრელი ვაინერი“,
„იორა“,
„ნადელები“,
„გაბრიელის ღვინო“,
„ექიმის ბიო მარანი“,
„მანავი ვაინს“,
„ანდრიას ღვინო“,
„ველინო“,
„დორემი“,
„ბაღდათი ისთეითი"
„ანბანი“
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი