Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

1911 წელი, ჩხავერის არყის ტრიუმფი რომში

გიორგი ბარისაშვილი

XIX  საუკუნის ბოლოსა და XX–ის დასაწყისში მოღვაწე ბესარიონ თევდორეს ძე მგელაძე პირველი გილდიის ვაჭარი გახლდათ. მას მაღაზიები ჰქონია ბათუმში, ქუთისში და ჭიათურაში. ცხოვრობდა ბათუმში (აქვეა დაკრძალული). საპორტო ქალაქიდან მას ევროპაში ხშირად უწევდა მოგზაურობა სავაჭროდ. ერთხელაც ლონდონში მიმავალს შეუტყვია, რომ რომში ყოველწლიურად ტარდებოდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გამოფენა, რომლის ფარგლებშიც ალკოჰოლურ სასმელებს საკმაოდ დიდი ადგილი ჰქონდა დათმობილი. აქედან გამომდინარე მას განუზრახავს მოენახულებინა გამოფენა და უფრო მეტიც, მონაწილეობაც კი მიეღო მასში, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, როგორც მისთვის, ისე ჩვენი ქვეყნისთვისაც.

 საქმე ისაა, რომ ბესარიონ მგელაძეს გურიაში, სოფელ ბახვში ჩხავერის ვენახი ჰქონდა. გურიის წითელყურძნიანი საღვინე ვაზის უნიკალური ჯიშის – ჩხავერის ქებას არ მოვყვებით, მხოლოდ ვიტყვით, რომ ბესარიონი, გარდა ჩხავერის ღვინის დაყენებისა, ამავე ღვინისაგან განსაკუთრებულ არაყსაც ხდიდა. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ მისი პროდუქტი მთლად ტიპური „ჭაჭა“ არ იყო და იგი მას განსხვავებული ტექნოლოგიით ამზადებდა. სასმელის განსაკუთრებულობა კი იმაში მდგომარეობდა, რომ არყის ქვაბში გამოსახდელად თავსდებოდა არა, როგორც მიღებულია ყურძნის ჭაჭა, არამედ ღვინო და თანაც ჩხავერის ღვინო. ამის შემდეგ კი იწყებოდა „ფირმის საიდუმლოების“ მთავარი ნაწილი. გამოხდილი სასმელი დასავარგებლად ისხმებოდა კოკებში, ოღონდ ისეთ კოკებში, სადაც მანამდე გარკვეული დროით იდგა ჩხავერის ღვინო. სასმელს კოკებში ისე ასხავდნენ, რომ ნაღვინარ ჭურჭელს ძირეულად არ რეცხდნენ და მას მხოლოდ მსუბუქად ავლებდნენ წყალს. შედეგად სასმელი იღებდა ვარდისფერ შეფერილობას და სპეციფიკურ, განსხვავებულ გემოს. ბესარიონ მგელაძე სწორედ ამგვარი სასმელით წარდგა კონკურსზე, რისთვისაც მან თვისი პროდუქტი ბოთლებში ჩამოასხა და სპეციალურად დამზადებული ეტიკეტითაც გააფორმა. პროდუქტმა გამოფენაზე დიდი მოწონება დაიმსახურა და რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, შესაბამისი ნომინაციის უმაღლესი ჯილდო „გრანპრი“ (GRAN PREMIO) მიიღო.

დაგვეთანხმებით, რომ 100 წლის წინ მომხდარი ეს ფაქტი, რომელსაც ერთი საუკუნის დაგვიანებით გაეცნო „მარნის“ და vinoge.com-ის მკითხველი, ნამდვილად საამაყოა! შესაძლოა სხვადასხვა დროს ქართული სასმელი კიდევაც მონაწილეობდა საერთაშორისო გამოფენებზე და საკმაოდ წარმატებითაც, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე განსაკუთრებული ტექნოლოგიით დამზადებულ განსხვავებულ სასმელს ეხება, რომელმაც უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა, თანაც Grappa–ს სამშობლოში, რაც მეორე მხრივ მეტად რთული საქმეა.

ამჟამად „გრანპრი“ ინახება თბილისში, ბესარიონ მგელაძის შვილიშვილთან – ბატონ რევაზ მგელაძესთან.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.