Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რობერტ ჯოზეფი - "ღვინო აღმოსავლეთისკენ მიედინება"

სოფიკო კვანტალიანი

"ბრიტანეთში ბევრს არ უყვარს რობერტ პარკერი, მე კი მას ვემხრობი, რადგან სწორედ მან მოიტანა დემოკრატია ღვინის სამყაროში. და თუ ხვალ ქართულ ღვინოს ლონდონსა თუ ნიუ-იორკში გაყიდიან ამაში პარკერს ლომის წილი მიუძღვის" - ასე ახასიათებს მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი ღვინის ექსპერტი და ღვინის მწერალირობერტ ჯოზეფი მსოფლიო ღვინის ბაზარზე მომხდარ პროცესებს და ამ პროცესების ავტორებს, რომელთა შორის თავადაც ერთ-ერთი პირველია. სწორედ მან ივარაუდა "ღვინის გარდაუვალი გლობალიზაცია" და ღვინის "ცენტრის" რადიკალური შეცვლა, რომელმაც მისივე თქმით, შესაძლოა სულ მალე სადღაც აღმოსავლეთში გადაინაცვლოს. ღვინის სამყარო ხომ თავბრუდამხვევი სიჩქარით ვითარდება. დღეს ვაზი ისეთ ქვეყნებში მოჰყავთ და ისეთ ღვინოებს აკეთებენ, რომლებზეც, როგორც მნიშვნელოვან ღვინის რეგიონებზე, რამდენიმე წლის წინ ვერავინ იფიქრებდა. ექსპერტის აზრით, ყველაზე სარწმუნო კანდიდატებს შორის არის - ტოკიო, შანჰაი და მოსკოვი. ამიტომაც მანსწორედ აზიურ ქვეყნებთან და რუსეთთან დააკავშირა თავისი ახალი პროექტები.

ჯოზეფის გათვლებით, ღვინის ბაზრისსაერთო ტენდენციასიქითკენმივყავართ, რომ მომავალში ღვინის მოცულობა საგრძნობლად შემცირდება. "მომავალი მხოლოდ ბრენდირებული ღვინოების იქნება!" - ამბობს მაესტრო. მაგალითად, დღეს ბორდოში არსებული 12 ათასი სახეობის ღვინოდან 11,5 სულაც არ არის ბრენდი, მათ შორის ბევრი კარგი და ბევრიც ცუდი ღვინოა, გამოდის, რომ ბრენდი მხოლოდ 5%-ია. ამიტომ ბორდოზე ჯოზეფს მაინც და მაინც კეთილსაიმედო პროგნოზი არა აქვს. იგი თვლის, რომ 20 წლის შემდეგ იქ სულ რაღაც 10-50 ბრენდი დარჩება და ეს დარჩენილი ნამდვილად კარგი ღვინოები იქნება. იგივე მოხდება ავსტრალიურ კუნავარაში, იტალიურ პიემონტში და ესპანურ რიოხაშიც. ასე რომ, ჯოზეფის თქმით, დღევანდელ მსოფლიოში არ არის ადგილი 600 სხვადასხვა Minervois-ისა და 600 სხვადასხვა Barbaresco-სთვის. თუ რომელი ქვეყანა როგორ გადალახავს ბრენდირების ამ სახიფათო პროცესს,ეს თავად მასზეა დამოკიდებული.

რობერტ ჯოზეფი ბევრ საინტერესო ამბავს წერს ღვინოზე. იგი 16 წელი უძღვებოდა ღვინის სვეტს The Sunday Telegraph-ში. 1983 წელს ჩარლზ მეტკალფთან ერთად მან დააარსა ჟურნალიWine International, რომელიც ყველაზე კითხვადი ღვინის პერიოდული გამოცემების ხუთეულში შევიდა. 1984 წელს ჯოზეფმა დააარსა კონკურსიWine International Challenge (IWC). (დღეს IWCმსოფლიოში უმსხვილესი "ღვინის ჩემპიონატია". აქ 50-80 სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტი ერთი კვირის განმავლობაში მთელი მსოფლიოდან დაახლ. 12 ათას ღვინოს აფასებს). იგი ასევე წარმომადგენელია ღვინის აზიური ინსტიტუტის, დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ინგლისური ჟურნალისა Wine, კორესპონდენტი ამერიკული ჟურნალის Food&Wine. ამის გარდა ის ავტორია საუკეთესო წიგნებისა ღვინოზე ("კარგი ღვინოების ყოველწლიური გიდი", "ღვინოების სრული ენციკლოპედია", "ღვინის ეტიკეტის ხელოვნება" და ა.შ.)

რობერტ ჯოზეფი აღნიშნავს, რომ ინგლისში 1960-1970-იან წლებში სწორედ მის თვალწინ დაიწყო ღვინის გლობალიზაციის პირველი ნაბიჯები. 1974 წლამდე კი, როცა დიდი ბრიტანეთი გაერთიანებულ ევროპაში შევიდა, იქ არავის აინტერესებდა ფრანგული კანონები ღვინის აპელასიონებზე. "მახსოვს, იყო ასეთი არალეგალური ღვინო "შატონეფ დიუ პაპ-ბოჟოლე-ვოლნე" - იხსენებს ჯოზეფი, ეს იყო აბსოლუტურად ერთი და იგივი ღვინო, სამი განსხვავებული ეტიკეტით". მაშინ, ინგლისელების დიდმა ნაწილმა თითქმის არაფერი იცოდა ღვინოზე. ყველაზე მდიდრებიც კი, ანუ ისინი, ვისაც ცოტა რამ მაინც გაეგებოდა ღვინის ხარისხის შესახებ, სულ რამდენიმე დასახელების ღვინოს იცნობდნენ. ესენი იყო: რამდენიმე სახის ბორდო, ბურგუნდიული ჟევრე-შამბერტენი, ნიუი სენ-ჟორჟი და რონული შატონეფი.ასე რომ, მაშინ ინგლისში არავის გაეგონა ბოჟოლე, შაბლი და რიოხა. უმრავლესობა კარგად იცნობდა მხოლოდ ერთ ღვინოს - ეს გერმანული "Liebfraumilch"-ი იყო, თუმცა იყიდებოდა ფრანგული ღვინოებიც (ბევრი მათგანი ახლანდელი საზომებითაც მართლაც ძალიან კარგი იყო) და გერმანულიც (რომელთა შორისაც იყო ან ძალიან კარგი, მაგრამ საკმაოდ ძვირიანი და ტკბილი რისლინგები, ან მეორე  უკიდურესობა - იაფი სუფრის ღვინოები). იტალიური ღვინო მხოლოდ იტალიურ ტრატორიებში იყო.

ჯოზეფის დაკვირვებით, ინგლისელებმა ღვინის შეცნობა მაშინ ისწავლეს, როცა მათ აქტიური მოგზაურობა დაიწყეს მსოფლიოს სხვადახვა ქვეყანაში. 70-იანი წლების დასაწყისამდე ცოტას თუ შეეძლო შვებულების საზღვარგარეთ გატარება. 70-იანი წლების ბოლოდან კი შემოვიდა ხელმისაწვდომი ტურები ესპანეთში, შემდეგ იტალიასა და საფრანგეთში. მოგზაურობის დროს ინგლისელი ტურისტები ეცნობოდნენ სოფლის, ე.წ. სუფრის ღვინოებს, თუმცა მათ თვალსაწიერში მაინც ვერ ხვდებოდა თუნდაც ვარდისფერი პროვანსული ან უბრალო კატალონიური ღვინოც კი. მაგრამ, ამ პროცესში მთავარი მაინც ის იყო, რომ ინგლისელები ღვინით დაინტერესდნენ.

აშშ-ს ბაზარზე სრულიად სხვა ვითარება იყო. ამერიკელები ესპანეთში დასასვენებლად არ მიდიოდნენ, ამიტომაც იაფი ესპანური ღვინოების შესახებ არაფერი იცოდნენ, ხოლო როცა 90-იანი წლებიდან პრიორატიდან და რიბერა-დელ-დუეროდან რეიტინგული ღვინოები გამოჩნდა, ისინი იქ მაშინვე საკულტო ღვინოებად აღიარეს. ამიტომაც ღირს ნიუ-იორკში ისინი უფრო ძვირი, ვიდრე ლონდონში.  

2005 წლამდე რობერტ ჯოზეფი Wine International-შიც დაIWC-შიც მუშაობდა, მაგრამ ამბობენ (და მისი ახალი პროექტებიც ადასტურებს ამას) რომ ჯოზეფის ენთუზიაზმი, დიდი ბრიტანეთის ღვინის პროპაგანდასთან დაკავშირებით, თითქოს ამოიწურა (თუმც კი იგი თავად არასოდეს ამბობს ამას), რისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ მაესტროს უბრალოდ  მოსწყინდა დიდ ბრიტანეთში ღვინის პროპაგანდა. 1980-იანი წლებიდან დაწყებული იქ ხომ ღვინის ბუმი იყო, 1990-იან წლებში ლონდონი უკვე ღვინის დედაქალაქად ითვლებოდა, მაგრამ დღეს კი, ჯოზეფის თქმით, ღვინის ენთუზიაზმი ამოიწურა. შესაძლოა ეს გარკვეულწილად იმაზე იყოს დამოკიდებული, რომ ბრიტანეთის ბაზრის მოცულობა ნელ-ნელა მცირდება. ჯოზეფი ამ მოსაზრებას მართალია არ ეთანხმება, მაგრამ აღნიშნავს, რომ ინგლისურმა ბაზარმა ზრდის ტემპი შეანელა. ათი წლის წინ ის ყოველწლიურად 8-10%-ით იზრდებოდა, ახლა კი მხოლოდ 4%.-ით

1985 წლიდან 1995 წლამდე დიდ ბრიტანეთში ჯადოსნური პერიოდი იყო, - ამბობს ჯოზეფი, - როცა ახალმა თაობამ "გახსნა" ღვინის სამყარო. ეს დაახლოებით კინოს გახმოვანებას, პირველ კომპიუტერს ან ელექტრონული ფოსტის შექმნას შეგვიძლია შევადაროთ. იგი თვლის, რომ 1980-1990-იან წლებში დიდ ბრიტანეთში ღვინის სეგმენტში მუშაობა საკმაოდ საინტერესო პერიპეტიებთან იყო დაკავშირებული. ეს ის პერიოდი იყო, როცა ბრიტანელები სწრაფი ტემპით ხსნიდნენ ახალ ღვინისმეწარმე რეგიონებს. მაშინ ეს ერთგვარი მოდა იყო. იაპებმა (Yuppie (შემოკლ.) - Young Urban Professional Person (ახალგაზრდა ქალაქელი პროფესიონალი ადამიანი) შეწყვიტეს პაბებში სტუმრობა, ისინი მხოლოდ ვაინ-ბარებში დადიოდნენ, აწყობდნენ დეგუსტაციებს, ადარებდნენ, სწავლობდნენ. 80-იანი წლების დასაწყისში კი, უცებ გაიგეს, რომ კალიფორნიაში საინტერესო ღვინოებს აყენებენ. პოპულარული გახდა კალიფორნიული კაბერნე სოვინიონები და განსაკუთრებით მისი ყვითელი, ზეთოვანი ღვინოები და "ცხიმიანი" შარდონე. შემდეგ დაიწყო გატაცება ავსტრალიური შირაზებით. პარალელურად ეცნობოდნენ ფრანგულ ღვინოებსაც, რომლის შესახებაც მანამმდე არაფერი იცოდნენ, (ინგლისელებმა ასევე არაფერი იცოდნენ ლუარულების შესახებაც). ყველას ძალიან შეუყვარდა სოვინიონ ბლანი ლუარის ფერდობიდან: SancerreდაPouilly-fumé,მაგრამ ისინი არც ისე იაფი იყო და ამის ფონზე სოვინიონ ბლანისგან გაკეთებული ახალზელანდიური ღვინოების გამოჩენამ ნამდვილი ფურორი გამოიწვია. ისინი ძალიან გავდნენ ფრანგულებს ხარისხითაც და გემოთიც. მოკლედ, ნამდვილი სენსაცია იყო.

80-იანი წლების დასაწყისში, იაფ სეგმენტში პოპულარული გახდა ბულგარული ღვინოებიც, თუმცა, ცოტა ხანში, ისინი ინგლისურ ბაზარს უხვად მომწყდარმა ჩილეს და არგენტინის ღვინოებმა შეავიწროვეს. ამავე დროს გამოჩნდა დიდი რაოდენობის იტალიური ღვინო სხვადახვა ჯიშის ყურძნისგან და სხვადასხვა რეგიონებიდან. უფრო მოგვიანებით კი, არენაზე გამოვიდა საბერძნეთი და "განახლებული" ესპანეთი. ახლა კი ღვინის ბაზარზე წარმოდგენილი ღვინოების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ხალხს გარკვევაც კი უჭირს, რამაც ის გამოიწვია, რომ ახლა უკვე ინგლისელების  უმრავლესობისთვის სულ ერთია, რომელი ქვეყნიდან მოდის ღვინო. მათთვის მნიშვნელოვანია განსაზღვრული ყურძნის ჯიში და ნაცნობი გემო, ამიტომაც დღეს ბაზარზე მხოლოდ რამდენიმე მსხვილი ღვინის ბრენდი დომინირებს და არავის აინტერესებს ის ამბავი, თუ საიდანაა ეს ღვინო - ავსტრალიიდან თუ ბორდოდან. შესაძლოა ეს გახდა კიდეც ჯოზეფის დიდ ბრიტანეთში ღვინის პროპაგანდის შეწყვეტის (ან, როგორც ამბობენ, "მობეზრების" მიზეზი), თუმცა თავად კი ამბობს, რომ მას სულაც არ მობეზრებია ეს, უბრალოდ: "ახლა მომინდა მქონდეს უფრო მყარი კავშირი ბაზრებთან, რომლებიც ღვინის შეცნობის იმ ეტაპს გადიან, რაც ბრიტანეთმა გასული საუკუნის 1980-1990-იან წლებში გაიარა".

რობერტ ჯოზეფი ერთდროულად იდეალისტიც არის და პრაგმატიკოსიც. ერთი მხრივ, ის მიგვანიშნებს თავის გეგმებზე, იმაზე რომ რუსეთის, ჩინეთის, ინდოეთის ახალგაზრდა ღვინის ბაზრებს დაეხმარება "იდეოლოგიურ ჩამოყალიბებაში..." იქნებ, მან იცის იმის შესახებაც, რაც არ უნდა გააკეთონ "ღვინის პროპაგანდისტებმა", რომ ღვინის მომხმარებელი "მრავალფეროვნებისგან არ დაიღალოს", როგორც ეს დიდ ბრიტანეთში მოხდა? მეორე მხრივ, მან ახლახან განაცხადა თავისი განზრახვის შესახებ, რომ იწყებს "კარგი ბრენდირებული ბორდოს" წარმოებას, თუმცა ღვინის ბაზრის გლობალიზაციას მაინც გარდაუვალ პროცესად მიიჩნევს.

© ღვინის კლუბი/Weekend



"ჯოზეფის დაკვირვებით, ინგლისელებმა ღვინის შეცნობა მაშინ ისწავლეს, როცა მათ აქტიური მოგზაურობა დაიწყეს მსოფლიოს სხვადახვა ქვეყანაში. 70-იანი წლების დასაწყისამდე ცოტას თუ შეეძლო შვებულების საზღვარგარეთ გატარება" – ძალიან თამამი განცხადებაა.ბორდოს მეღვინეობის რეგიონად ჩამოყალიბება მას შემდეგ დაიწყო,როცა მე–12 საუკუნეში ელეანორა აკვიტანელი ჰენრი–II–ს გაჰყვა ცოლად და ინგლისის დედოფალი გახდა, რასაც ინგლისთან ღვინით ვაჭრობის განვითარება მოჰყვა. ჯოზეფს ეტყობა დედა ფრანგი ყავს:)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული