გამოქვეყნებულია: 9 ნოემბერი, 2024 - 15:54
სტილი: ქვევრის წითელი მშრალი ღვინო
ადგილი: კახეთი, სიღნაღი, ძველი ანაგა
ჯიში: საფერავი
ფერი: მუქი შინდისფერი
სურნელი: ცინცხალი არომატები აქვს, სადაც ღოღნაშოს, კვრინჩხის, წითელი ტყემლისა და მცენარეული არომატებია საგრძნობი.
გემო: მაღალმჟავიანი, ხალისიანი ღვინოა, ხანგრძლივი დაბოლოებით
კერძი: ღორის მწვადი, ხბოს მწვადი, შემწვარი ბოსტნეული და ლობიო
მიტანის ტემპერატურა: 16–18°
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თემა:
თქვენი კომენტარი