გამოქვეყნებულია: 25 სექტემბერი, 2016 - 02:15
სახელოვან ზვრებში, კარდანახის წარაფებში დაკრეფილი რქაწითლიდანაა ღვინო დაყენებული, ქვევრში, 6 თვე ჭაჭაზე და კლერტზე დავარგებით. ქარვისფერია, კარგად ნაცნობი პირველი არომატებით, სადაც ნიგოზსა და ქართულ სუნელებს ამოიცნობთ. გემოზე ძლიერი ტანინები გამოარჩევს და რბილი, ვაშლისა და გარგრის ჩირის ტონები. ძლიერი და ხანგრძლივი დაბოლოება აქვს ღვინოს.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თემა:
თქვენი კომენტარი