Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქათმის ფლავი ალუბლით


მასალა:
გრძელი ბრინჯი - 500 გრამი
საშუალო ზომის ქათამი
ალუბალი - 1 კგ.
შაქარი - 500 გრამი
2 თავი ხახვი
ზაფრანა - ნახევარი ჩაის კოვზი
მარილი
შავი პილპილი

მომზადება:
ალუბალს ვაცლით კურკებს, ვამატებთ შაქარს, ვდგამთ ცეცხლზე, ვადუღებთ და ვაცლით, რომ ცოტა მოიშუშოს, მერე ვაცივებთ, ზედმეტს სიროფს ვიღებთ.
ვჭრით ხახვს ალყა-ალყად. ვრეცხავთ ქათამს, ვდებთ ღრმა ტაფაში, ვამატებთ ხახვსა და შავ პილპილს, ვამატებთ მდუღარე წყალს, და საშუალო ცეცხლზე ვთუშავთ 20 - 25 წუთის განმავლობაში. მერე ქათამს ვაცლით ძვლებს, ბულიონს ვფილტრავთ და ცალკე ჭურჭელში ვინახავთ. ვხარშავთ ბრინჯს, მერე ნახევარ ბრინჯს ვურევთ ალუბლის ნახევარს, ვდებთ ჭურჭელში, ზემოდან ვადებთ ქათამს, ვაყრით დარჩენილ ბრინჯს, მერე ალუბლის სიროპს ვურევთ ბულიონს და ამ ნარევს ვასხამთ ქათმიან ბრინჯს, ვამარილებთ და ვაცლით ასე 20 წუთი, საშუალო ცეცხლზე იდუღოს. როცა მომზადდება, ვამატებთ დარჩენილ ალუბალს. ვაყრით მარილს, ზაფრანას და პილპილს.
 
© makedoniko

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული