Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ინგილოური ფოთოლა ხინკალი

მასალად გვჭირდება ერთი სოფლის ქათამი, ერთი კილო ფქვილი, 4 ცალი პომიდორი, 2 თავი ხახვი, რამდენიმე კბილი ნიორი, ოხრახუში, ქინძი, დაფნის ფოთოლი, წითელი წიწაკა.

მარილიან წყალში ვზელთ ჩვეულებრივ სახინკლე ცომს, გავაბრტყელებთ, ვათხელებთ და პატარა ზომის ნაჭრებად დავჭრით, გამოვაშრობთ, ოღონდ ძალიან არ გამოვახმობთ, მოვხარშავთ მარილიან წყალში.
ქათამს ხახვთან ერთად ჩავშუშავთ, დაჭრილ პომიდორს ჩავუმატებთ, შევაზავებთ ყველანაირი სუნელ-მწვანილეულით, მოკლედ, ჩავხოხბავთ.

მერე ამ ცომსა და ჩახოხბილს ავურევთ ერთმანეთში.
 
© makedoniko

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.