Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ატმის ნამცხვარი ბეზეთი

საჭირო მასალა: 1 კგ ატამი, 200 გ კარაქი, 3 ცალი კვერცხი, 200 გ შაქარი, 1 ჩ.კ. სოდა, 400-450 გ ფქვილი, 1 ს.კ. არაჟანი, 1 ს.კ. ატმის ლიქიორი, ვანილი – გემოვნებით, საფანელი და ცოტა კარაქი – ფორმისთვის.
ბეზესთვის – 1 ჭიქა შაქარი, 4 კვერცხის ცილა.

მომზადება: ფორმას  წავუსვათ კარაქი და მოვაყაროთ საფანელი. მოვამზადოთ ცომი: კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, სოდაარეული არაჟანი, ატმის ლიქიორი, ვანილი და ფქვილი. ცომი მოვათავსოთ ფორმაში, ზედ დავაწყოთ გაფცქვნილი და დაჭრილი ატამი და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდგათ. ცალკე ავთქვიფოთ 4 კვერცხის ცილისა და 1 ჭიქა შაქრის ბეზე. დაახლოებით 20 წუთში ნამცხვარი ნახევრად გამოცხვება, გავსინჯოთ ხის ჩხირის საშუალებით – ჩავარჭოთ ნაპირში, სადაც ატამი არ იდება და ცომი თუ არ ამოყვა, ზედ მოვათავსოთ ბეზე, შევდგათ ღუმელში და ვაცხოთ მანამ, სანამ ზემოდან არ შეიბრაწება. 

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული