Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მდნარი ყველი ხაჭოსაგან

საჭირო მასალა: 200 გ 9%-იანი ხაჭო, 0,5 ჩ.კ. სოდა, 2 ს.კ. არაჟანი, 1 კვერცხის გული, მარილი - გემოვნებით. დამატებით – 1 კბილი ნიორი, თითო ს.კ. წვრილად დაჭრილი კამა და ოხრახუში.

მომზადება: ხაჭოში ავურიოთ სოდა და დავდგათ 15 წუთი. ამ ხნის განმავლობაში 2-ჯერ ავურიოთ. ქვაბში მოვათავსოთ ხაჭო, არაჟანი (თუ 3 ს.კ. არაჟანს დავუმატებთ, მასა უფრო თხელი იქნება), კვერცხის გული და მარილი. ქვაბი დავდგათ ორთქლის აბაზანაზე და ვხარშოთ დაახლოებით 10 წუთი, თან ვურიოთ. როდესაც მასა ერთგვაროვანი გახდება, 1-2 წუთი კიდევ ვადუღოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან. ყველის მასაში ავურიოთ დაჭრილი მწვანილი და დანაყილი ნიორი. გარდა ნივრისა და მწვანილისა, შეგვიძლია ჩვენი სურვილისამებრ შევურიოთ დაჭრილი ლორი, შებოლილი ორაგული და სხვა ინგრედიენტები.

© ღვინის კლუბი/Weekend



გამარჯობა.არაჟნის მაგივრად, მაწონი რომ გამოვიყენოთ, თუ შეიძლება?

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული