Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვაშლის ნეტარება

3 ცალი მომჟავო-მოტკბო ჯიშის ვაშლი (გათლილი და დაჭრილი)
2 ს.კ. კარაქი
3 ს.კ. ყავისფერი შაქარი (ან ჩვეულებრივი+დანის წვერით კაკაო)
გავახუროთ 230 გრადუსამდე ღუმელი, ტაფაზე ან შუშის ყალიბში ჩავაგდოთ კარაქი და შევდგათ ღუმელში. როგორც კი დადნება კარაქი დავაყაროთ ვაშლი და ზემოდან შაქარი. იყოს ღუმელში (მოიშუშება ცოტათი) სანამ ცომს მოვამზადებთ.

ცომი:
3 ცალი კვერცხი
2 ს.კ. კარაქი (გამდნარი)
1/4 ჩ.კ.დარიჩინი
1/4 ჩ.კ. მარილი
1 ს.კ.შაქარი
3/4 ჩ.ჭ. რძე
0,5 ჩ.ჭ. ფქვილი
ვანილი

მომზადება:
გავთქვიფოთ კვერცხი და დავასხათ გამდნარ კარაქს+ჩავამატოთ დანარჩენი ინგრიდიენტები. ეს თხელი ცომი დავასხათ ვაშლს და გამოვაცხოთ 20 წუთის განმავლობაში, სანამ შეწითლდება და ფუმფულა გახდება. გამოვიღოთ ყალიბიდან, ოდნავ შევაგრილოთ (დაიწევს, არ შეგეშინდეთ, ასე უნდა იყოს), მოვაყაროთ შაქრის პუდრი და მივირთვათ.
 
© rtuli


მადლობა rtuli-ს ასეთი ნეტარებისთვის :) :*

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული