საჭირო მასალა: 1 ს.კ. ქოქოსის ცხიმი ან ერბო, 2 თავი ხახვი, 6 კბილი ნიორი, 2 ჩ.კ. მარილი, 1 ჩ.კ. ბეგქონდარა, 2 ჩ.კ. კურკუმა, 3 ტარო სიმინდი ან 2 ქილა დაკონსერვებული სიმინდი, 4 ჭიქა ბოსტნეულის ბულიონი, 0,5 ჭიქა კეშიუ (თხილის სახეობაა), პილპილი – გემოვნებით. საკაზმისთვის – 0,5 ჭიქა წყალში დამბალი კეშიუ, 1 ჭიქა დაჭრილი ქინძი, 0,5 ჭიქა წყალი, 1 ს.კ. თაფლი, 2-3 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 1 ჩ.კ. მარილი, 1-2 კბილი ნიორი, პილპილი - გემოვნებით.
მომზადება: კეშიუ გამოყენების წინ მთელი ღამით ცივ წყალში ჩავყაროთ და შემდეგ გადავწუროთ. ქვაბში გავაცხელოთ ცხიმი, დავუმატოთ მარილი, დაჭრილი ხახვი და 5 წუთი ვშუშოთ. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ნიორი და 1-2 ს.კ. ბულიონი. ბულიონს რომ დაიშრობს, სიმინდს მოვაცილოთ მარცვლები და დავუმატოთ მოსაშუშად. 5 წუთში დავასხათ ბულიონი, დავახუროთ სახურავი და 5-10 წუთი დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ, სანამ სიმინდი არ გაყვითლდება. თუ დაკონსერვებულ სიმინდს გამოვიყენებთ, როგორც კი წამოდუღდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავუმატოთ კეშიუ და დავაქუცმაცოთ ბლენდერში. სასურველი კონსისტენციის მისაღებად შეგვიძლია დავუმატოთ ცოტა ადუღებული წყალი. საკაზმის ინგრედიენტები ბლენდერში დავაქუცმაცოთ და წვნიანთან ერთად მივიტანოთ სუფრაზე.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი