შემადგენლობა:
1. 5 კვერცხი
2. 450 გრამი ხაჭო
3. 100 გრამი არაჟანი
4. 200 გრამი ფქვილი (უმჯობესია სოდიანი, მაგრამ თუ არ გაქვთ 1 ს. კოვზი სოდა)
5. ერთი თავი ხახვი
6. 400 - 500 გრამი ბროკოლი
7. 200 გრამი ცოცხალი სოკო, ან ერთი ყუთი კონსრვირებული
8. მარილი გემოვნებით
მომზადების პროცესი:
ვიღებთ ღრმა ჭურჭელს. ერთმანეთში ავურევთ კვერცხს, არაჟანს, ხაჭოს, ფქვილს, მარილს და ავთქვიფავთ. პარალელურად ტაფაზე ცოტა ზეთში, ვშუშავთ პატარა ნაჭრებად დაჭრილ ბოსტნეულს: ბროკოლი, სოკო, ხახვი. როცა ბოსტნეული მოიშუშება, ჩავყრით გამზადებულ/ათქვეფილ მასაში და ვურევთ. შემდეგ ვიღებთ ფორმას (შეგიძლიათ ვერცხლის ქაღალდის - ერთჯერადი). წავუსვამთ ძირზე ცოტა ცხიმს და ვასხავთ შიგ ათქვეფილ მასას. ღუმელს ვაყენებთ 200 გრადუსზე და გამზადებულ ფორმას ვდებთ ღუმელში.
© rockataka
თქვენი კომენტარი