Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კარტოფილი ქუნჯუთის მარცვლებითა და ხაჭოთი

საჭირო მასალა: 1 კგ ახალი კარტოფილი, 3 ს.კ. ქუნჯუთის ზეთი, 1-2 ს.კ. ქუნჯუთის მარცვლები, 1 თავი ხახვი, 1 პატარა კონა ოხრახუში, 1 პატარა კონა მწვანე ხახვი, 2-3 ღერი კამა, 500 გ უცხიმო ხაჭო, 100 მლ მინერალური წყალი,1 ს.კ. სელის ან ზეითუნის ზეთი, მარილი, წიწაკა – გემოვნებით.

მომზადება: კარტოფილი კარგად გავრეცხოთ კანიანად, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა, ქუნჯუთის მარცვლები და ქუნჯუთის ზეთთან ერთად  ავურიოთ. საცხობ ფორმას წავუსვათ ცხიმი, ზედ მოვათავსოთ კარტოფილი, შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და 30-40 წუთის განმავლობაში ვაცხოთ. შეწვისას კარტოფილს ამოვურიოთ, რომ არ მიიწვას. ხახვი, ოხრახუში, მწვანე ხახვი და კამა წვრილად დავჭრათ. ხაჭოში ავურიოთ  მინერალური წყალი, მარილი და წიწაკა. შევურიოთ სელის ზეთი, ხახვი და მწვანილი. მზა კარტოფილი ხაჭოსთან ერთად მივირთვათ, ზემოდან კი დაჭრილი მწვანილი მოვაყაროთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული