Home
ქართული | English
თებერვალი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
242526272812

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

იოგურტის წვნიანი ტარხუნით

საჭირო მასალა: 1/4 ჭიქა ბრინჯი, 5 ჭიქა წყალი ან 50/50 წყალი და ქათმის ბულიონი, 2 ჭიქა ნატურალური იოგურტი, 1 ცალი კვერცხი, 2 ს.კ. ფქვილი, 2 ს.კ. კარაქი, 2 ს.კ. წვრილად დაჭრილი ტარხუნა, 1 ს.კ. მარილი.

მომზადება: წყალში ან ბულიონისა და წყლის ნარევში ჩავყაროთ ბრინჯი და მოვხარშოთ. ჯამში გავთქვიფოთ კვერცხი და ფქვილი. ნელ-ნელა შევურიოთ იოგურტი, დავასხათ 1-2 ს.კ. წყალი, რომ ოდნავ გათხელდეს და ჩავასხათ ცალკე ქვაბში. ტემპერატურას დავუწიოთ და ვურიოთ. როდესაც წამოდუღდება, ძალიან დაბალ ცეცხლზე განვაგრძოთ ხარშვა. დაახლოებით 15 წუთში იოგურტის ნახარში დავუმატოთ ბრინჯს  და 10 წუთი ვადუღოთ. ჩავუმატოთ კარაქი, მარილი, ტარხუნა და 1 წუთში გადმოვდგათ ცეცხლიდან. 

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.