Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კალმახის ფილე სიმინდის ფქვილის საფანელში

საჭირო მასალა: 700 გ კალმახის ფილე (2 მოზრდილი ნაჭერი), 1 ჩ.კ. კეფირი, 0,5 ჩ.კ. საშუალო სიცხარის მდოგვი, ცოტაოდენი სოუსი ტაბასკო, 350 გ კიტრი, 1 ცალი წითელი ვაშლი, 1 თავი ხახვი, ნახევარი ლიმონი, 3 ს.კ. ხაჭო, 150 გ იოგურტი ან მაწონი, 4 ღერი ბარამბო, მარილი, პილპილი – გემოვნებით, მწიკვი ყავისფერი შაქარი, 5 ცალი სალათის ფოთოლი, 50 გ სიმინდის ფქვილი, 2 ს.კ. ზეთი

მომზადება: თევზის ფილე ხელსახოცით შევამშრალოთ. კეფირი, მდოგვი და ტაბასკო ავურიოთ, წავუსვათ თევზის ნაჭრებს და 30 წუთი დავტოვოთ. ამასობაში კიტრი გავფცქვნათ, სიგრძეზე გავჭრათ და თესლი კოვზით ამოვაცალოთ. კიტრი თხლად დავჭრათ. ვაშლს ამოვაცალოთ თესლი და თხლად დავჭრათ. ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა. ხაჭოში ავურიოთ 1-2 ს.კ. ლიმონის წვენი, იოგურტი და წვრილად დაჭრილი ბარამბო (ბარამბო შეგვიძლია პიტნით ჩავანაცვლოთ). კიტრი, ხახვი, მსხვილად დაქუცმაცებული სალათის ფოთლები და ვაშლი ავურიოთ, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და შაქარი. სალათას ხაჭოს მასა დავუმატოთ. თევზი ამოვიღოთ მარინადიდან, ამოვავლოთ სიმინდის ფქვილში და გაცხელებულ ზეთში შევწვათ. თევზი სუფრაზე სალათასთან ერთად მივიტანოთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული