Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ტროფი და 3 ოქრო - International wine and Spirit Competition-ის შედეგები

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსი მკაცრ ქიმიურ ანალიზთან ერთად სუბიექტურ დეგუსტაციას ეფუძნება. მისი მიზანი ერთადერთია - საუკეთესო ღვინოებმა და ალკოჰოლურმა სასმელებმა ჯილდოსთან ერთად აღიარება მოიპოვონ. ეს კონკურსი 1978 წლიდან არსებობს, კატეგორიები ნელ-ნელა დაიხვეწა. ახლა მსოფლიოს 90-მდე ქვეყანა იღებს მონაწილეობას. თითოეული ნიმუში ღვინის ტიპის მიხედვით ნაწილდება სხვადასხვა კატეგორიაში. როგორც კონკურსის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, IWSC ამაყობს, რომ საერთაშორისო ხარისხის ნიშნულზეა და ასობით გლობალური ექსპერტი ჰყავს. მათ შორის კი მწარმოებლები, სომელიეები, დისტრიბუტორები, დისტილერები და ღვინის კრიტიკოსები არიან, რომლებიც ალკოჰოლურ სასმელებს დიდი სიფრთხილითა და ყურადღებით აფასებენ.

აღსანიშნავია, რომ IWSC-ის არაკომერციული, თავისი საქველმოქმედო ორგანიზაციაც აქვს, რომელიც 2018 წელს დაარსდა. ფონდი გრანტებს ანიჭებს იმ ინდივიდუალურ მეწარმეებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც IWSC Foundation-ის გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.
აღსანიშნავია, რომ კონკურსის შედეგები კატეგორიების მიხედვით სხვადასხვა დროს გამოქვეყნდა. მთლიანობაში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 4000-მა ბოთლმა სასმელმა (ღვინის გარდა) 21 სხვადასხვა კატეგორიაში. გამოვლინდა 23 ტროფი. როგორც ჩანს, ყველაზე პოპულარული იყო რომი, შემდეგ კი ჯინი, რომლის კატეგორიაშიც ოქროს 15% ჯილდო გამოავლინეს.

რაც შეეხება ღვინოს, აქ მონაწილეობას 20 ქვეყანა იღებდა, ბრაზილია, კანადა, მოროკო, საქართველო, თურქეთი და ა.შ. როგორც ჩანს, ძალიან კარგი, მაღალი ხარისხის როზეს დაწურვა არც ისე მარტივია, რადგან მხოლოდ ერთმა  Chateau La Gordonne-ს როზემ აიღო ოქროს მედალი. მიუხედავად ამისა, კონკურსზე საკმაოდ პოპულარული იყო ვარდისფერი რვინოები, მთლიანობაში ჟიურიმ 47 ვერცხლის მედალოსანი ღვინო გამოავლინა. იყო ბრინჯაოს მედლებიც, რომლებიც ძირითადად ასევე ვარდისფერ და ცქრიალა ღვინოებს გადაეცათ. მთლიანობაში ქართული 31 ღვინო დაჯილდოვდა. მათ შორისაა 1 ტროფი, 3 ოქრო, 4 ვერცხლი და 22 ბრინჯაო.ტროფი დაიმსახურა “ქართული ვაზის” ქვევრის რქაწითელმა (2020 წლის მოსავალი).

ოქროს მედლის მფლობელი ღვინოებია:

რქაწითელი, 2020, “ქართული ვაზი”

ქვევრის მწვანე, 2020, “თბილღვინო”

საფერავი, 2018, “სატრაპეზო”

ვერცხლი:

წინანდალი, განსაკუთრებული მარაგი, 2021, “თბილღვინო”

მწვანე, 2004, “ქართული ვაზი”

რქაწითელი, 2020, “ქართული ვაზი”

მწვანე, 2021, “თბილღვინო.

ბრინჯაოს მედალოსანი ღვინოების სრულ სიას კი შეგიძლიათ საიტზე გაეცნოთ. 

აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინოები სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოში და მათ შესახებ ცნობადობაც თანდათან იზრდება. უფრო მეტ ადამიანს ესმის ქართული ღვინისა და ჩვენი ღვინის კულტურის შესახებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოს საექსპორტო ღვინის ბაზარზე დამკვიდრების კუთხით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.