Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საქართველოს მევენახეობა - დღევანდელობა და პერსპექტივები

9 ივნისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში ჩატარდა საქართველოს ღვინის კლუბის მორიგი საჯარო ლექცია - ქართული მევენახეობა - დღევანდელობა და პერსპექტივები. ლექციას უძღვებოდა მევენახეობის  ამპელოგრაფი, ღვინის ეროვნული სააგენტოს ვენახების აღრიცხვისა და ანალიზის სამმართველოს სპეციალისტი, თამაზ კობაიძე. 

მომხსენებელმა ჩამოაყალიბა საკუთარი შეხედულებები საქართველოში მევენახეობის კულტურის გენეზისთან და განვითარებასთან დაკავშირებით. მან არქეოლოგიური კვლევების შედეგად აღმოჩენილი მტკიცებულებები (ყურძნის წიპწები) განიხილა ბიბლიის წიგნების კონტექსტში, კერძოთ, ნოეს ისტორიასთან კავშირში, რამდენადაც ნოე პირველი ადამიანია ბიბლიის მიხედვით, ვინც მევენახეობითაა დაკავებული. თამაზ კობაიძემ, აგრეთვე, ისაუბრა ყურძნის იმ ჯიშების შესახებ, რომელიც საქართველოს ამპელოგრაფიის აქამდე გამოცემულ ნარკვევებში არ არის დაფიქსირებული. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული