Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საკულტო ძმარი

ნაპას ველზე გაშენებული VGS Chateau Potelle -ის მფლობელი, ჟან-ნოელ ფურმო საკუთარ ენოლოგს, დენის მალბეკს უჩივის და “ღვინის დაღუპვის” სანაცვლოდ 1,6 მილიონ დოლარს ითხოვს. ფურმოს თქმით, საკულტო ღვინო, რომლის ერთი ბოთლიც 200 დოლარად უნდა გაყიდულიყო, მალბეკმა ძმრად აქცია. ცხადია, ენოლოგი ბრალდებას უარყოფს.

როგორც სასამართლო საქმეშია მითითებული, ყველაფერი 2012 წელს დაიწყო, როცა საკულტო ღვინის შესაქმნელად ფურმომ მალბეკი სამსახურში აიყვანა. თუმცა, როგორც მარნის მფლობელი აცხადებს,  პრობლემები რამდენიმე თვეში, ნოემბერშივე გაჩნდა. “ღვინოში აქროლადი მჟავების შემცველობა დასაშვებზე მეტად გაიზარდა. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ გაჩნდა მავნე ბაქტერიები,” – აღნიშნავს ფურმო. სულ ცოტა ხანში საკულტო ღვინო ძმრად იქცა. 2013 წლის მაისში კი უკვე ცხადი გახდა, რომ ღვინო გასაყიდად უვარგისი იყო. თუმცა მალბეკი მაინც გულმოდგინედ ცდილობდა, ღვინო გადაერჩინა. 2013 წელს მეღვინე საქმეს ჩამოშორდა.

ბატონი ფურმოს წარმომადგენლები მალბეკსა და მის გუნდს საქმისადმი გულგრილობაში ადანაშაულებენ. მალბეკის ადვოკატი პოლ კერი კი აღნიშნავს, რომ ისინი განსაკუთრებული გულისყურით ეკიდებოდნენ საქმეს და ყოველ დაბრკოლებას თავდაუზოგავად ებრძოდნენ. ადვოკატის თქმით, ღვინო სასიამოვნო დასალევია და მისი გასაყიდად გატანაც სრულიად შესაძლებელია. კერი იმასაც აღნიშნავს, რომ მალბეკი მაშინაც კი ეხმარებოდა ბატონ ფურმოს, როცა სამსახურიდან გათავისუფლებული იყო და ხელფასსაც აღარ იღებდა.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული