Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქვემო ალვანში ყველის დაფასოების საწარმო დაიხურა

ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში თუშური გუდის ყველის დაფასოების საწარმო დაიხურა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს საწარმოს მეპატრონემ ბადრი კოჭლამაზაშვილმა განუცხადა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სარეალიზაციო პუნქტებთან ურთიერთობა გართულდა, რამაც საბოლოოდ საწარმოს დახურვა გამოიწვია.

„თუშური გუდის ყველს ვჭრიდით, შესაბამისი ნორმების სრული დაცვით ვფუთავდით და გასაყიდად შეგვქონდა „პოპულში“, „გუდვილში“ და სხვა სავაჭრო ცენტრებში. აგვისტოს ომის შემდეგ ძალიან გაძნელდა გაყიდული პროდუქციის თანხის ამოღება. საკმარისი თანხების არ ქონის გამო ფერმერებისგან ყველს ვეღარ ვიბარებდით, დარჩენილი დავალიანება რაც გვქონდა გადავიხადეთ და გავჩერდით“, - აღნიშნა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.

თუშური გუდის ყველის დაფასოების საწარმო ქვემო ალვანში 2005 წელს, ეროვნული პარკების მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით შეიქმნა.

medianews.ge
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული