Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ომი და ღვინო - რა გაანადგურეს რუსულმა ძალებმა ომის დაწყების შემდეგ

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ფაშიზმთან პარალელები განსაკუთრებით ხშირად გვესმის. ბევრ სხვა მსგავსებასთან ერთად, რუსეთის ქმედებების შედეგი უკრაინული მეღვინეობასა და მევენახეობაზეც აისახა, როგორიც ფაშისტების საფრანგეთის ოკუპაციის იყო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ფრანგული მეღვინეობის ამბავს წიგნში Wine and War: The French, The Nazis, and the Battle for France’s Greatest Treasure შეგვიძლია გავეცნოთ. მისი კითხვისას ვხვდებით, რომ დანაკარგთან ერთად, მეორე მსოფლიო ომის გამოცდილებამ ფრანგულ მეღვინეობას ახალი გამოცდილებაც მისცა, მაგალითად 1945 წლის მოსავალი და ღვინო იმ პერიოდის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ფაშისტებიც კი ისე მიზანმიმართულად არ ანადგურებდნენ მეღვინეობასა და ვენახებს საფრანგეთში, როგორც დღეს რუსები უკრაინაში მოქმედებენ.

24 თებერვალს რუსეთის სამხედრო ძალების უკრაინაში შეჭრიდან 25 დღის შემდეგ ზიანზე, რომელიც უკრაინულ მეღვინეობას მიადგა, ჟენია ნიკოლაიჩუკი, უკრაინული ღვინის ელჩი, თავის ფეისბუკ გვერდზე წერს:

გოსტომელის ღვინის ქარხანა, რომელიც ადგილობრივ მარნებსა და ღვინის კომპანიებს ბოთლებით ამარაგებდა, მთლიანად განადგურებულია. თანამედროვე წარმოება მიწასთანაა გასწორებული.

საოჯახო მეღვინეობა კურინი (ხერსონის რეგიონი) ჯერ გაქურდეს, შემდეგ კი გაანადგურეს. ყველაფერი გადამწვარია, მეპატრონე ნაღმტყორცნის ფოტოსაც აქვეყნებს.

კიევთან ახლოს მდებარე სიდრის საწარმო Berryland მთლიანად განადგურდა.

დაბომბვის შედეგად უკრაინაში ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი დისტრიბუტორის - Bureau Vin (Goodwine მაღაზიის მფლობელის) საწყობი განადგურდა. მიმწოდებლის ზარალი 15 მილიონი ევროა. საწყობში Stakhovsky-ს ღვინის რამდენიმე ათასი ბოთლი ინახებოდა.

ოკუპირებული ხერსონის რეგიონის მეღვინეებთან პირადი საუბრებით ირკვევა, რომ იმ ადგილებში, სადაც ვენახები და მეღვინეობებია განთავსებული, საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. მაღაზიები სრულად დანგრეული და გაძარცვულია.

კიევთან ახლოს, კასიას ოჯახის მეღვინეობაც დაიბომბა. შენობის ნაწილი ძლიერადაა დაზიანებული.

მარიუპოლში მეღვინეობის მეპატრონეები დღეების მანძილზე ბომბების ქვეშ, ელექტროენერგიის, გათბობის, საკვებისა და წყლის გარეშე იყვნენ. მათ მოახერხეს ქალაქიდან გაღწევა, თუმცა დარჩა თუ არა რაიმე მათი კომპანიებიდან, უცნობია.

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე მცირე მეღვინეობა განსაკუთრებით ვითარდებოდა. რამდენიმე დღის წინ კი ერთ-ერთი მეღვინის გარდაცვალების ამბავი გახდა ცნობილი. ალექსეი ღვინოს დნიპროში აწარმოებდა. უკრაინაში რუსეთის თავდასხმის შემდეგ ის სამშობლოს დასაცავად მოხალისედ წავიდა.

მეღვინეობა Wine Idea იასნოგოროდკაში მდებარეომს, რომელიც არაერთხელ გაიძარცვა და დაიბომბა. დარჩა თუ არა მისგან რაიმე, უცნობია.

ის რასაც, მთავარ ფოტოზე ხედავთ კი სილვინოს მეღვინეობის (Silvino Winery) ვენახშია გადაღებული.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული