Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გაცხოველებული კამათი კოქტეილებზე

ტონი ჩეკინი
ტოკიოელი კაძუო უედა, "მაგარი არევის" გამომგონებელი
 
ყინული ერთ დროს უბრალოდ ცივი და მყარი იყო. ბარმენს შეეძლო ის შეიკერში ჩაეყარა, სპირტიანი სასმელი დაემატებინა, სარქველი დაეხურა, ჩაერთო და აეთქვიფა. - ასე იქმნებოდა ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გასართობი.
თუმცა, ამბიციური ახალგაზრდა "ამრევები" ახლა უკვე იყენებენ ბარმენებისთვის სპეციალურად დამზადებულ უზარმაზარ კუბებს, ფორთოხლისოდენა ყინულის ბურთებს ცივი სასმელისათვის, გრძელ ყინულის მილებს სოდიანი ვისკისათვის, ბარდისმარცვლისოდენა ყინულს რომიანი კოქტეილისათვის და დანაყილ ყინულს ჯულეპისათვის.
ყურადღების ცენტრშია კოქტეილის დამზადების სტილიც, რომელიც ბარმენებისთვის ხელოვნებისა და სიმარჯვის სადემონსტრაციო ისეთივე შოუდ იქცა, როგორც დანა მზარეულებისათვის. ამ საქმეში დიდი დამსახურება მიუძღვის კაძუო უედას, რომელიც უკვე 40 წელია ტოკიოში სასმელს ამზადებს. აქ ბარმენს შეუძლია ექვსი თვე იმუშაოს შეგირდად, რომ ყინულის ბლოკებისგან ხელით მარგალიტებისა და ბურთულების დამზადება ისწავლოს.
ბ-ნმა უედამ გინძას რაიონში ბარი "ტენდერი" გახსნა. მანვე გამოიგონა კოქტეილის არევის მეთოდი, რომელსაც მაგარ არევას უწოდებს და რომელმაც დიდი კამათი გამოიწვია. როცა ამ მეთოდს იყენებს, უედა რამდენიმე ქორეოგრაფიულ მოძრაობას ასრულებს, მაგალითად, მაჯებს ძლიერად ურტყამს ერთმანეთს, ხელში კი დაქანებული შეიკერი უჭირავს, რომელსაც თითქოს წურავს.
მის ვებგვერდს თუ დავუჯერებთ, ამ მოძრაობებს რამდენიმე ფუნქცია აქვს. ერთ-ერთი მათგანის მიზანია, სასმელი უფრო გრილი და ხავერდობანი ბუშტუკებით იყოს გაჯერებული, რომ მაგარი ალკოჰოლი სასმელის ზედაპირზე თავმოყრილი ყინულის თხელი ფენების მეშვეობით უშუალოდ ენას არ შეეხოს.
 
© “24 საათი
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული