Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

duty free და ალკოჰოლი

მსოფლიოს წამყვანი ალკოჰოლური კომპანიების პროდუქციის გაყიდვები მნიშვნელოვნად შემცირდა duty free –ს მაღაზიების ქსელში – ასეთი მონაცემები გამოაქვეყნა თავის ყოველწლიურ რეიტინგში ავტორიტეტულმა სააგენტომ International Wine & Spirits Research (IWSR). კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ მსოფლიოს ათმა ლიდერმა ალკოჰოლურმა კომპანიამ უბაჟო ვაჭრობის მაღაზიებში უარყოფითი შედეგებით დაასრულა წელი. სპეციალისტების თქმით, duty free –ს მაღაზიების ქსელში გაყიდვების მაჩვენებლების მიხედვით ლიდერობს ვისკი Johnny Walker (Diageo) - 1,5 მილიონი 9 ლიტრიანი კეისით, რაც 2008 წელთან შედარებით 7,7%-ით დაბალი მაჩვენებელია. მეორე ადგილზეა არაყი Absolut (Pernod-Ricard) - 850 ათასი კეისი (20,3 %-ით დაბალი მაჩვენებელი), მესამე ადგილზე Martini (Bacardi-Martini) - 607 ათასი კეისი (7,4%-ით დაბალი მაჩვენებელი). საერთო ჯამში, ტოპ 50-დან 11 პოპულარულ სასმელს კომპანია Pernod-Ricard აწარმოებს, ცხრას კი – კომპანია . IWSR –ს მონაცემთა მიხედვით, duty free-ს ქსელის ყველაზე პოპულარულ სასმელთა შორის მხოლოდ კონიაკ Henessy (LVMH) აქვს გაყიდვების 5,1%-იანი ზრდის მაჩვენებელი. ექსპერეტები ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლები ბოლო დროს საგრძნობლად გაატქიურდნენ აზიურ ბაზარზე, რომელსაც ეკონომიკური კრიზისი ნაკლებად შეეხო.

© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული