Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შამპანური მეხსიერებას აუმჯობესებს

რედინგის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მეცნიერები იუწყებიან, რომ მეხსიერების შენარჩუნების ყველაზე საამო მეთოდს მიაკვლიეს. გამოკვლევამ, რომელსაც პროფესორი ჯერემი სპენსერი ხელმძღვანელობდა, დაადასტურა, რომ მცირე რაოდენობით შამპანური ააქტიურებს ტვინის იმ უჯრედებს, რომლებიც ახალი ინფორმაციის მიღებასა და ძველის შენახვაზეა პასუხისმგებელი. აქედან გამომდინარე, თუკი კვირაში ერთხელ ერთ ბოკალ შუშხუნა ღვინოს მიირთმევთ, ცინცხალ გონებას შეინარჩუნებთ. ადრე მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ ამგვარი დადებითი თვისება მხოლოდ წითელ ღვინოს გააჩნდა, რადგან ის დიდი რაოდენობით ფლავონოიდებს შეიცავს. მართალია, შამპანური და სხვა შუშხუნა ღვინოები მსგავს ნივთიერებას არ შეიცავენ, მაგრამ მეხსიერებაზე მაინც ძალიან დადბით გავლენას ახდენენ. ამ დადებით გავლენას კი მეცნიერები ფენოლებისა და სხვა სასარგებლო ნივთიერებების არსებობით ხსნიან.  

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული