Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის სახელგანთქმული კოლექცია 1,2 მილიონ დოლარად გაიყიდა

ღვინის კოლექციონერობის პიონერის, ლოიდ ფლეტის უნიკალურ კოლექციას ახლა უკვე ახალი მფლობელები ჰყავს. ლოიდ ფლეტი 2008 წელს გარდაიცვალა, მის მიერ წლების მანძილზე საგულდაგულოდ ნაგროვები ღვინის კოლექცია კი სოთბის აუქციონზე 1,2 მილიონ დოლარად გაიყიდა. ლოიდ ფლეტმა ხარისხიანი ღვინის კოლექციონერობა გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო, მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდნენ ღვინის კრიტიკოსები და ჟურნალები. სოთბის აუქციონზე გამოტანილი 1500 ბოთლი ღვინო ბორდოში, ბურგუნდიაში, შამპანში, საფრანგეთის სხვა რეგიონებსა და სხვადასხვა ქვეყნებშია წარმოებული. მათ შორის ყველაზე ძვირადღირებული აღმოჩნდა 1976 წელს ჩამოსხმული, ექვსლიტრიანი Romanee Conti, რომელშიც უცნობმა აზიელმა კლიენტმა 42 350 დოლარი გადაიხადა. ,,ვიცი, რომ ლოიდი, სადაც არ უნდა იყოს იგი, ღიმილით შეხედავს ამ ყველაფერს და როცა ეს ბოთლები გაიხსნება, ყველა გაიხსენებს მის სახელს” - განაცხადა აუქციონის დასრულების შემდეგ გარდაცვლილი კოლექციონერის ქვრივმა ლარა ფლეტმა.

© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული