Home
ქართული | English
იანვარი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის მსოფლიო წარმოება 2012 წელს 6,1%ით შემცირდება

სააგენტო Bloomberg-მა,მეღვინეობის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2012 წელს, წინასწარი შეფასებით, ღვინის წარმოება მსოფლიოში 6,1%-ით შემცირდება. ყველაზე მეტად ეს ტენდენცია საფრანგეთზე, არგენტინაზე, უნგრეთსა და ახალ ზელანდიაზე აისახება. თუკი გასულ წელს 264,2 მილიონი ჰექტოლიტრი ღვინო იყო წარმოებული, წელს 248,2 მილიონი ჰექტოლიტრის წარმოება იგეგმება. მხოლოდ საფრანგეთში, წინასწარი პროგნოზების მიხედვით, ღვინის წარმოება 19-20%-ით შემცირდება, რაც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. უნგრეთში კიდევ უფრო ცუდადაა საქმე - საუბარია წარმოების 32%-ით შემცირებაზე. არგენტინა და ახალი ზელანდია კი წელს, შესაბამისად, 24% და 17%-ით ნაკლებ ღვინოს ჩამოასხამენ. ღვინის საერთო მოხმარება, მიმდინარე წელს, წინასწარი პროგნოზებით 235,7-249,4 მილიონი ჰექტოლიტრით არის განსაზღვრული. ფრანგული ღვინის მწარმოებელი წამყვანი კომპანიის - Groupe Val d’Orbieu-ს ხელმძღვანელის აზრით, მსოფლიო ბაზარი დაახლოებით 10 მილიონი ჰექტოლიტრი ღვინის უკმარისობას განიცდის, რაც დაახლოებით 1,3 მილიარდ ბოთლს უტოლდება.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული