Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინო "კარდენახის” წარმოების მიკროზონა

 

გეოგრაფიული მდებარეობა – მევენახეობის სპეციფიკური ზონა "კარდენახი” მდებარეობს გურჯაანის რაიონის სოფ. კარდენახის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ცივ-გომბორის ქედის, ჩრდილო-აღმოსავლეთი დაქანების დადაბლებულ 3-40 დახრილობის ექსპოზიციაზე – მდ. ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე, ჩრდილო განედის 41048' დააღმოსავლეთი გრძედის45044'კოორდინატებზე, ზღვის დონიდან 350-750 მ სიმაღლეზე. ნაკვეთები მოქცეულია გურჯაანი-წნორი რკინიგზისა და საავტომობილო ტრასებს შორის, სოფ. ბაკურციხისა და სოფ. ანაგის ადმინისტრაციულ საზღვრებს შორის. იგი მოიცავს სამ მასივს რომლის საერთო ფართი 345 ჰა-ს აღწევს.

კლიმატი – სპეციფიკური ზონა ხასიათდება ზომიერად ნოტიო კლიმატით, ცხელი ზაფხულითა და ზომიერად ცივი ზამთრით, ამინდის პირობებს განსაზღვრავს სუბტროპიკულ და ზომიერ განედებში განვითარებული, დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან გადმონაცვლებული ჰაერის მასები. არანაკლები მნიშვნელობა აქვს ადგილობრივ რელიეფური პირობებით წარმოქმნილ პროცესებსაც, რომელსაც განაპირობებს გომბორის და კავკასიონის მყინვარებით დაფარული მაღალი მწვერვალები და მათგან დაშვებული ცივი ჰაერის მასები.
მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 2154 საათს, სავეგეტაციო პერიოდში კი 1589 საათს უდრის.
ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 12,50ჩ, ყველაზე ცივი თვის /იანვარი/ საშუალო ტემპერატურა 1,00ჩ, ყველაზე თბილი თვეების /ივლისი, აგვისტო/ კი - 23,60ჩ უდრის. ჰაერის ტემპერატურის წლიური აბსოლუტური მინიმუმების საშუალო - 100ჩ,  10 წელიწადში ერთჯერ კი შესაძლებელია – 150ჩ-მდე დაეცეს. ჰაერის ტემპერატურის წლიური აბსოლუტური მაქსიმუმების საშუალო 350, ხოლო აბსოლუტური მაქსიმუმი 380-ს აღწევს.
ჰაერის ტემპერატურის 100-ზე ზევით მდგრადი გადასვლა /ვაზის აქტიური ვეგეტაციის დასაწყისი/ 5.IV, ხოლო აღნიშნულ გრადაციაზე ქვევით ტემპერატურის დაცემა ნოემბრის პირველ ხუთდღიურში /3/XI/ ხდება. 100-ზე ზევით ტემპერატურის პერიოდის ხანგრძლივობა 211 დღეს აღწევს, 100-ზე ზევით აქტიურ ტემპერატურათა ჯამი საშუალოდ 3920 უდრის.  
ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამი კარდენახის სპეციფიკური ზონაში 770  მმ, სავეგეტაციო პერიოდში 585 მმ ე. ი. წლიური რაოდენობიდან 76% სავეგეტაციო პერიოდში მოდის. წლის განმავლობაში ნალექების მაქსიმუმი /132 მმ/ მაისში, მინიმუმი /31 მმ/ კი იანვარში აღინიშნება.
ატმოსფერული ნალექები სეზონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: ყველაზე მეტი /32 - 32%/ გაზაფხულ-ზაფხულში, შედარებით ნაკლები /23%/ შემოდგომაზე და ზამთარში /13%/ მოდის.
ჰაერის საშუალო წლიური შეფარდებითი სინოტივე 72% უდრის, ვაზის სავეგეტაციო პერიოდში ეს მაჩვენებელი 70% აღწევს. შეფარდებითი სინოტივე კარდენახის სპეციფიკური ზონაში ყველაზე მაღალ მნიშვნელობას შემოდგომის დასასრულს /80%/ და ზამთრის პირველ ნახევარში /78 – 76%/ აღწევს, შედარებით ნაკლებია /64-63%/ ზაფხულის თვეებში ივლისში და აგვისტოში. დეკემბრის შუა რიცხვებიდან იქმნება თოვლის საფარი, რომელიც მარტის პირველ დეკადაში ქრება. თოვლიან დღეთა რიცხვი წელიწადში საშუალოდ 24-ს უდრის, უმეტეს წლებში თოვლის საფარი არამდგრადია.
შემოდგომის პირველი წაყინვები საშუალოდ 25 ნოემბრიდან იწყება. 10 წელიწადში ერთჯერ ნაადრევი წაყინვების დაწყებას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ოქტომბრის ბოლოს, რაც დაზიანების საშიშროებას არ უქმნის ვაზის მწვანე ორგანოებს. სპეციფიკური ზონაში გაზაფხულზე უკანასკნელი წაყინვები, საშუალოდ მარტის ბოლო დეკადაში წყდება. 10 წელიწადში 1-ჯერ უკანასკნელი წაყინვები შესაძლოა 15 აპრილამდე გაგრძელდეს.
სპეციფიკური ზონა მდებარეობს მაღალი ინტენსივობის სეტყვიან ზონაში. სეტყვიანი დღეების რიცხვი წელიწადში საშუალოდ 2,9 უდრის. წლის განმავლობაში სეტყვა ყველაზე მეტად მაის-ივნისში /2,1/ დღე მოდის. ცალკეულ წლებში აქ შესაძლებელია 5-6 სეტყვიანი დღე აღინიშნოს.
აქ ძირითადად გაბატონებულია სამხრეთ-დასავლეთი /33%/ და დასავლეთის /18%/ მიმართულების ქარები. დანარჩენი მიმართულების ქარებს ნაკლები განმეორება ახასიათებთ.
ქარის საშუალო წლიური სიჩქარე სპეციფიკური ზონაში 1,7 მ/წმ უდრის. წლის თბილ პერიოდში და ცივ პერიოდშიც ქარის სიჩქარე 1,7 მ/წმ არ აღემატება.
ძლიერ ქარიან დღეთა რიცხვი სპეციფიკური ზონაში იშვიათია. ქარების მოქმედების სიძლიერის მიხედვით მდინარე ალაზნის ხეობის ეს ნაწილი მიეკუთვნება III ჯგუფის რაიონს.
საშუალო მრავალწლიური მონაცემების მიხედვით, ჰაერის ტემპერატურის წლიური აბსოლუტური მინიმუმების საშუალო - 100ჩ უდრის. 10 წელიწადში ერთჯერ მოსალოდნელია მინიმალური ტემპერატურის 150ჩ-მდე დაცემა, ისიც მცირე ხანგრძლივობით.
ნიადაგის ზედაპირზე, რომელიც ნეშომპალა-კარბონატულია, საშუალო წლიური ტემპერატურა 150ჩ უდრის. ივლის-აგვისტოში ნიადაგის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა ყველაზე მაღალია და 300ჩ აღწევს. ყველაზე ცივ თვე იანვარში კი 00-ზე ნაკლები არ არის. საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა აგვისტოში 520ჩ, ივლისში კი 530 აღწევს, საშუალო მინიმალური ტემპერატურა ზამთრის თვეებში -30, -50 საზღვრებშია.
100-ზე ზევით აქტიურ ტემპერატურათა ჯამი საშუალოდ /50%/ 39200 უდრის. 100-ზე ზევით ტემპერატურის პერიოდის ხანგრძლივობა კი 211 დღეს უდრის.
წლის განმავლობაში ღრუბლიანი დღეების /8-10 ბალი/ საერთო რაოდენობა დაახლოებით 110-120 უდრის. მოღრუბლული დღეების წლიური რაოდენობიდან ცივ პერიოდში /XI – III/ ხუთი თვის განმავლობაში ღრუბლიანი 59 დღეა, თბილ პერიოდში /IV – X/ ე. ი. შვიდი თვის განმავლობაში კი 61 დღე. წლის განმავლობაში ღრუბლიანი დღეები ყველაზე ნაკლებია /5-6 დღე/ ივლის-აგვისტოში, ხოლო შედარებით მეტი /10-12 დღე/ მარტ-აპრილში. საერთო ღრუბლიანობის მიხედვით მოწმენდილი დღეების /0-2 ბალი/ წლიური რაოდენობა 45 დღეს უდრის. მოწმენდილი დღეები ყველაზე მეტია ივლისიდან სექტემბრის პერიოდში.
 
ნიადაგი _ ნიადაგაწარმომქმნელი ქანები დელუვიურ-პროლუვიური წარმო­შო­ბის კარბონატული თიხნარ-თიხიანი და ქვაღორღიანი ნაფენებია.
ფართობი დაახლოებით 345 ჰექტარია.
გვხვდება ყავისფერი ნიადაგების 11 და დელუვიური ნიადაგების 1 სახესხვაობა.
პირველი სახესხვაობის ნიადაგი ყავისფერი, დიდი სისქის თიხიანი-წარმოდგენილია ნაკვეთ "გული წარაფის” ჩრდილო ნაწილში. ამ ნიადაგის პროფილის სისქე 90-100 სმ-ია, ჰუმუსიანი ფენისა კი 75-75 სმ.
მეორე სახესხვაობის ნიადაგი ყავისფერი, დიდი სისქის, ალაგ სუსტად ხირხატიანი და ქვიანი, მსუბუქი თიხა – წარმოდგენილია ნაკვეთ "მოწყობილის” ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, ნაკვეთ "გული წარაფის” დასავლეთ ნაწილში და ნაკვეთ "ახოებზე” მცირე კონტურების სახით. ამ ნიადაგის პროფილის სისქე 95-105 სმ-ია, ჰუმუსიანი ფენისა კი 70-80 სმ.
მესამე სახესხვაობის ნიადაგი – ყავისფერი, დიდი სისქის, ზედაპირულად სუსტად ხირხატიანი, მსუბუქი თიხა – წარმოდგენილია ნაკვეთ "გული წარაფის” რამოდენიმე კონტურის სახით. ამ ნიადაგის პროფილის სისქე 90-100 სმ-ია, ჰუმუსიანი ფენისა კი 65-75 სმ.
მეოთხე სახესხვაობის ნიადაგი – ყავისფერი, დიდი სისქის, ზედაპირულად სუსტად ხირხატიანი და ალაგ სუსტად ქვიანი, მძიმე თიხნარი და მსუბუქი თიხა – წარმოდგენილია ნაკვეთ "გული წარაფის” რამოდენიმე კონტურის სახით და ნაკვეთ "ახოების” ცენტრალურ ნაწილში – მისი ტერიტორიის დიდ ნაწილზე. ამ ნიადაგის პროფილის სისქე 85-95 სმ-ია, ჰუმუსიანი ფენისა კი 70-80 სმ.
მეხუთე სახესხვაობის ნიადაგი – ყავისფერი, დიდი სისქის, სუსტად ხირხატიანი და ქვიანი, მსუბუქი თიხა – წარმოდგენილია სამივე ნაკვეთზე მცირე კონტურების სახით. ამ ნიადაგის პროფილის სისქე 80-90 სმ-ია, ჰუმუსიანი ფენისა კი 60-70 სმ. დაქვიანება 3%.
მეექვსე სახესხვაობის ნიადაგი – ყავისფერი, დიდი სისქის, სუსტად ხირხატიანი და სუსტად ქვიანი, მძიმე თიხნარი და მსუბუქი თიხა – წარმოდგენილია ნაკვეთ "ახოებზე” მის ცენტრალურ ზოლში. ამ ნიადაგის პროფილის სისქე 85-95 სმ-ია, ჰუმუსიანი ფენისა კი 60-70 სმ.
მეშვიდე სახესხვაობის ნიადაგი – ყავისფერი, დიდი სისქის, საშუალოდ ხირხატიანი და ქვიანი, მძიმე თიხნარი და მსუბუქი თიხა – წარმოდგენილია ნაკვეთ "გული წარაფის” მცირე ნაწილზე. ამ ნიადაგის პროფილის სისქე 90-100 სმ-ია, ჰუმუსიანი ფენისა კი 50-60 სმ. დაქვიანება 20%, ქვების ზომა დიამეტრში 5-20 სმ.
მერვე სახესხვაობის ნიადაგი – ყავისფერი, დიდი და საშუალო სისქის, ალაგ სუსტად ხირხატიანი, მძიმე თიხნარი – წარმოდგენილია ნაკვეთ "ახოების” დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში. ამ ნიადაგის პროფილის სისქე 60-80 სმ-ია, ჰუმუსიანი ფენისა კი 50-60 სმ.
მეცხრე სახესხვაობის ნიადაგი – ყავისფერი, დიდი სისქის, სუსტად ხირხატიანი და ქვიანი, მძიმე თიხნარი და მსუბუქი თიხა – წარმოდგენილია ნაკვეთ "ახოების” ცენტრალურ ნაწილში. ამ ნიადაგის პროფილის სისქე 60-90 სმ-ია, ჰუმუსიანი ფენისა კი 50-60 სმ.
მეათე სახესხვაობის ნიადაგი – ყავისფერი, საშუალო სისქის, საშუალოდ ხი­რ­ხატიანი და სუსტად ქვიანი, მძიმე თიხნარი – წარმოდგენილია ნაკვეთ "ახოებზე” – მის ჩრდილო და სამხრეთ ნაწილებში. ამ ნია­­დაგის პროფილის სისქე 60-80 სმ-ია, ჰუმუსიანი ფენისა კი 50-60 სმ. დაქვიანება 4%.
მეთერთმეტე სახესხვაობის ნიადაგი – ყავისფერი, საშუალო სისქის, საშუალოდ ხირხატიანი და ქვიანი, მძიმე თიხნარი და მსუბუქი თიხა – წარმოდგენილია ნაკვეთ "გული წარაფის” სამხრეთ ნაწილში. ამ ნიადაგის პროფილის სისქე 60-70 სმ-ია, ჰუმუსიანი ფენისა კი 50-60 სმ.
მეთორმეტე სახესხვაობის ნიადაგი – დელუვიური, დიდი სისქის, საშუალოდ ხირხატიანი და სუსტად ქვიანი, მძიმე თიხნარი – წარმოდგენილია ნაკვეთ გული "წარაფის” სამხრეთ ნაწილში. ამ ნიადაგის პროფილის სისქე 110-120 სმ-ია, ჰუმუსიანი ფენისა კი 80-90 სმ.
ნიადაგები ძირითადად თიხნარი და მსუბუქი თიხა მექანიკური შედგენილობით ხასიათდებიან, სადაც ფიზიკური თიხის /<0,01 მმ/ ფრაქცია ფართო საზღვრებში ცვალებადობს და 20,0-დან 69,4%-მდეა, ჰუმუსის შემცველობა მე-4 და მე-5 სახესხვაობის ნიადაგების საპლანტაჟო ფენებში /0-60 სმ/ საშუალო და მცირეა /2,04 – 4,91%/, ხოლო დანარჩენი ნიადაგების იგივე ფენებში მცირეა და 2,95%-ს არ აღემატება. საერთო აზოტი ძირითადად დაბალი შემცველობით ხასიათდება – 0,067 – 0,128%, ჰიდროლიზური აზოტის შემცველობა მაღალია მე-4 და მე-6 სახესხვაობის ნიადაგის ყველა საანალიზო ჭრილის სახნავ ფენებში /0-25 სმ/ 10,56 – 13,89 მგ 100 გ ნიადაგში, დანარჩენ სახესხვაობის საპლანტაჟო ფენებში კი მისი შემცველობა დაბალია – 5,00 მგ-მდე 100 გ ნიადაგში ხსნადი ფოსფორის შემცველობა ყველა სახესხვაობის ნიადაგებში მარალია და სახნავ ფენებში 3,0-29,0 მგ-ის ფარგლებშია 100 გ ნიადაგში, ქვედა ფენებში კი კვალის სახით არის წარმოდგენილი, გაცვლითი კალიუმი თითქმის ყველგან /სახნავ ფენებში/ მაღალი შემცველობით ხასიათდება 28,0-90,4 მგ 100 გ ნიადაგში, ქვედა ფენებში კი მისი შემცველობა მკვეთრად კლებულობს, კალციუმის კარბონატების შემცველობა ნიადაგების პროფილებში ფართო საზღვრებში ცვალებადობს, რომელიც ზემოდან ქვემოთ კანონზომიერად მატულობს და 2,0-დან 44,0 %-მდეა, ნიადაგის არეს რეაქცია სუსტი და საშუალო ტუტეა – პH=7,2-8,2.
 
აგროტექნოლოგიური რეგლამენტები
ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით, დაცული უნდა იქნეს შემდეგი აგროტექნოლოგიური რეგლამენტები.
 
ჯიში რქაწითელი
გავრცელების არეალი: ზღვის დონიდან 750 მეტრამდე.
დარგვის სქემა: 2,0 X 1,5 მ; 2,5 X 1,5 მ.
შტამბის სიმაღლე: 80-100 სმ.
სხვლის ფორმა: თავისუფალი და ქართული ორმხრივი შპალერი.
დატვირთვის ნორმა 12-ზე: 8-10 კვირტი.
მოსავალი: 1 ჰა-ზე 9-10 ტონა.
 
ჯიში ხიხვი
გავრცელების არეალი: ზღვის დონიდან 750 მეტრამდე.
დარგვის სქემა: 2,0 X 1,5 მ; 2,5 X 1,5 მ.
შტამბის სიმაღლე: 80-100 სმ.
სხვლის ფორმა: თავისუფალი და ქართული ორმხრივი შპალერი.
დატვირთვის ნორმა 12-ზე: 7-8 კვირტი.
მოსავალი: 1 ჰა-ზე 5-6 ტონა.
 
ჯიში კახური მწვანე
გავრცელების არეალი: ზღვის დონიდან 750--მდე.
დარგვის სქემა: 2 X 1,5 მ; 2,5 X 1,5 მ-ზე.
შტამბის სიმაღლე: 80–90 სმ.
სხვლის ფორმა: თავისუფალი, ქართული ორმხრივი შპალერი;
დატვირთვის ნორმა 1 2-ზე 8-10 კვირტი.
მოსავალი 1 ჰა-ზე: _ 6-7 ტონა.
 
გადადუდებელი აგროღონისძიება: მოსავლიანი ყლორტების დანორმება და ყვავილობის დაწყების წინა ფაზაში წვერების წაწყვეტა.
 
ნიადაგის მოვლა-დამუშავება
 
 ნიადაგის საშემოდგომო და საგაზაფხულო ხვნა. ნიადაგის მინიმალური დამუშავება. ტენდამცველი ღონისძიებები _ ნიადაგის ზედაპირის ფხვიერ მდგომარეობაში შენარჩუნება (კულტივაცია, ფრეზირება, მულჩირება).
                     
განოყიერება
 
ორგანულ-მინერალური სასუქების გამოყენება კარტოგრაფიული რეგ­ლა­მენ­ტე­ბით. მოცემული ადგილის ეკორესურსების გათვალისწინებით.
 
ფიტოსანიტარული რეგლამენტი:
ძირითადი დაავადებები: ჭრაქი, ნაცარი, სიდამპლე.
მავნებლები: ტკიპები, ყურძნის ჭია, ვაზის ცრუფარიანა.
ბრძოლის ღონისძიების გატარება: საქართველოში რეგისტრირებული, კონტაქტური და სისტემური პრეპარატებით.
 
ჯიშების სამეურნეო-ტექნოლოგიური მაჩვენებლები
 
რქაწითელი _ თეთრყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიშია. იგი გამოირჩევა მაღალი სამეურნეო-ტექნოლოგიური თვისებებით. ხასიათდება სხვადასხვა პირობებისადმი გამძლეობით და პროდუქციის მაღალი ღირსებით. ჯიში საშუალო ან საშუალოზე საგვიანო პერიოდისაა, უხვმოსავლიანი (მტევნის საშუალო წონა 160-250 გ-მდე). კონდიციური მოსავალი ჰექტარზე 9-10 ტონის ფარგლებშია.
მწიფე ყურძენში შაქრიანობა 220-240 გ/დმ3 აღწევს, 5-6 გ/დმ3 მჟავიანობის შენარჩუნებით.
 
ხიხვი _ თეთრყურძნიანი აბორიგენული ვაზის ჯიშია, საშუალო სიმწიფის პერიოდის, საშუალო ზრდის სიძლიერის, საშუალო მოსავლიანი. გავრცელების ძირითად რაიონებში საშუალო საჰექტარო მოსავალი 4-დან 6 ტონამდე. მტევნის საშუალო წონა 90-100 გ. მწიფე ყურძენში შაქრიანობა 240 გ/დმ3-ს აღწევს 5-6 გ/დმ3 მჟავიანობის შენარჩუნებით.
 
კახური მწვანე _ ქართული, თეთრყურძნიანიმაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი ვაზის საღვინე ჯიშია.
ყურძენი სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის.
მტევანი საშუალო სიდიდისაა და მისი საშუალო წონა 160-175 გ აღწევს. სიმწიფეში მარცვალი იღებს მწვანე-მოყვითალო შეფერვას, ხასიათდება მეტად სასიამოვნო ჯიშური არომატით. სიმწიფეში შაქრიანობა 200-220 გ/დმ3 აღწევს 6-7 გ/დმ3 მჟავიანობით.
მაღალხარისხოვანი ღვინოების მისაღებად საჰექტარო მოსავალი 7-8 ტონის ფარგელბშია.
 
ღვინო "კარდენახი” _ "კარდენახი” - ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის თეთრი შემაგრებული ღვინოა. იგი მზადდება რქაწითელის, ხიხვის და კახური მწვანეს ჯიშის ყურძნის დურდოს დაყოვნებით და მისგან მიღებული მადუღარი ტკბილის დასპირტვით.
ღვინო "კარდენახი” ხასიათდება ქარვისფერი, ჯიშური არომატით, თაფლის ტონებით, ჰარმონიულობითა და ზომიერი ექსტრაქტულობით.
ღვინო "კარდენახის” ქიმიური მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მაჩვენებლებს:
      მოცულობითი სპირტშემცველობა, % - 18
      შაქრების მასური კონცენტრაცია _ 100 გ/დმ3
      ტიტრული მჟავიანობა _ 5,0 _ 6,0 გ/დმ3გ/დმ3
        აქროლადი მჟავიანობა _ არაუმეტეს 1,0 გ/დმ3
დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია - არა ნაკლებ 18 გ/დმ3
დანარჩენი ნორმატივები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საკანონმდებლო აქტებს და ევროსაბჭოს 1999 წლის 17 მაისის ¹1493/1999 დადგენილებას.
 
სპეციფიკური ზონის ფართობი
 
"კარდენახის” სპეციფიკური ზონის ფართობი შეადგენს დაახლოებით 12 კმ2.
კარდენახის ექსპოზიცია – ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი დახრილობა; კავკასიონის მყინვარებიდან დაშვებული ცივი ჰაერის მასების მიერ შექმნილი მიკროკლიმატი; ურწყავი; ნეშომპალა-კარბონატული და ხირხატიანი ნიადაგები; ადგილობრივი აბორიგენული, უნიკალური ჯიშების უნივერსალობა; განსაზღვრავს "კარდენახის” ღვინოების ორიგინალობას და მაღალ ხარისხს.
 
© საქპატენტი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული