Home
ქართული | English
იანვარი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მეღვინეობა და გლობალური დათბობა

ქვეყნდება კვლევა, რომელიც გლობალურ დათბობასა და ღვინის ხარისხს შორის ურთიერთკავშირს ეხება. კლიმატის ცვლილება თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. სტატიაში განხილული მოსაზრებით თანახმად,  გლობალური დათბობა და ტემპერატურის ყოველწლიური ზრდა მსოფლიოს ყველა რეგიონში, ღვინის ხარისხს აუმჯობესებს.

მსოფლიო საშუალო ტემპერატურის მიხედვით, ოცდამეერთე საუკუნე ყველაზე ცხელია, რასაც ადასტურებს მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაცია. რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ღვინისთვის? მიუხედავად ექსტრემალურად გაზრდილი ტემპერატურისა, კვლევებმა აჩვენა, რომ ყოველი შემდეგი რთველის ხარისხი უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში უმჯობესდება. იმავე სტატიაში, სადაც ეს ჰიპოთეზაა წარმოდგენილი, ავტორს მოჰყავს ამ პოზიციის გასამყარებელი გრაფიკი. დიაგრამა სხვადასხვა რეგიონსა და საფასო სეგმენტს აერთიანებს. თითოეული რთველი ფასდება ამ რეგიონებში წარმოებული ღვინოების მიხედვით, ღვინის კრიტიკოსების მიერ. შემდეგ ეს გამოითვლება ქულები საშუალოდ  რთველის ხარისხის შესაფასებლად.

შედეგმა აჩვენა, რომ თითოეული რთველის რეიტინგი უმჯობესდება, 21-ე საუკუნის ყოველ შემდეგ წელს, ღვინის სხვადასხვა საფასო კატეგორიაში. ავტორი ითვალისწინებს იმასაც, რომ ბოლო ოცი წლის განმავლობაში ღვინის ხარისხის გაუმჯობესება მხოლოდ კლიმატის ცვლილებაზე არ არის დამოკიდებული. ეს ასევე მევენახეობაში დაგროვებულ ცოდნასა და პრაქტიკის გაუმჯობესებაზეა დამოკიდებული, განსაკუთრებით მაღალი საფასო კატეგორიის ღვინოებისთვის. მაგალითებად განხილულია როგორც ევროპული და ამერიკული ღვინის სახეობები, ისე ავსტრალიური. ეს უკანასკნელი კლიმატის ცვლილების კუთხით განსაკუთებული საფრთხის წინაშეა.  

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული