Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საქართველო London Wine Fair 2024-ზე

საქართველოდან 16 ღვინის კომპანია london wine fair-ზე თავიანთ ღვინოს გააცნობს სტუმრებს. 20-22 მაისს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღვინის გამოფენა, London Wine Fair იმართება, სადაც ღვინოებს 317 მწარმოებელი სხვადასხვა ქვეყნიდან და რეგიონიდან წარადგენს. გამოფენამდე Olimpya-ში, ლონდონის საგამოფენო სივრცეში ისაუბრებენ ბრიტანეთის ყველაზე წარმატებული იმპორტიორები და ექსპერტები, იქნება საინტერესო და განსაკუთრებული ღვინოების განხილვა/დეგუსტაციები. სესიები ჩატარდება ღვინის ტექნოლოგიებისა და ტენდენციების შესახებ, იქნება ასევე მასტერკლასები, სადაც ღვინის დიდოსტატები წამყვანი ბრენდების ღვინოებს დააჭაშნიკებენ.

იტალის, პორტუგალიის, საფრანგეთის, სამხრეთ აფრიკის, არგენტინისა და ავსტრიის რეგიონებს შორის გამოფენაზე საქართველოც იქნება 130-ზე მეტი ღვინითა და  13 ღვინის მწარმოებლით. Georgian Wine UK: “სტუმრები გასინჯავენ ქართულ სახასიათო და გამორჩეულ მშრალ თეთრ ღვინოებს, ქისს, მწვანესა და რქაწითელს. საქართველოს “გმირი” წითელი საფერავი მრავალი სახით იქნება წარმოდგენილი, არომატული ქვერისა და მუხის კასრში დავარგებული ღვინოებით”

გამოფენაზე ჩატარდება ორი მასტერკლასი, რომელსაც გაუძღვება ღვინის მაგისტრი და ქართული ღვინის ექსპერტი სარა ებოტი. სამშაბათს, 21 მაისს, 12:00-12:45 – დეგუსტაციაზე: “ქართული ღვინის გემო”,  ქართულ ღვინოებს განიხილავენ. გარდა ამისა, ოთხშაბათს, 22 მაისს 14:30-15:30 საათზე Sommelier Wine List Clinic განიხილავს ღვინის ექსპერტებთან და სომელიეებთან ერთად ქართული ღვინის შესაძლებლობასა და მომავალს ლონდონის ღვინის ბაზარზე. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ ეს კომპანიები:

●          ბოლერო და კომპანია

●          დუგლაძის ღვინის კომპანია

●          GK Winery

●          ჯობავას მეღვინეობა

●          შპს ქინძმარაული

●          მარანი

●          მარაული

●          რთველისი

●          შალოშვილის მარანი

●          შილდას მეღვინეობა

●          თბილღვინო

●          წერეთლის ღვინო და ალკოჰოლური სასმელები

●          მეღვინეობა გურჯაანი

●          მეღვინეობა თეზი

●          რტონი

●          მელიტონი

22 მაისს 14:30-17:00 საათამდე სარა ებოტი ღვინის მოყვარულებს 100-ზე მეტ ქართულ ღვინოს გააცნობს. უამრავ საინტერსო ჯიშს და ქვევრის ტექნოლოგიას გააცნობს ღვინის პროფესიონალებსა თუ ენთუზიასტებს. IWSC-იდან განიხილავენ შემდეგი მარნების ღვინოებს:

●          ძმები ასკანელები

●          ბადაგონი

●          ბრიკა

●          ჩელთის მეღვინეობა

●          ექიმის ბიომარანი

●          დუგლაძის ღვინის კომპანია

●          გიუაანი

●          კახეთის კომპანია

●          კარდანახი 1888

●          ქართველი

●          მარანი “ლუკასი”

●          მილდიანების საოჯახო მეღვინეობა

●          თბილღვინო

●          თელიანის ველი

●          უფლისციხის მამული

●          ვაზისუბნის მამული

●          ღვინის კომპანია შუმი

●          wineman

●          მეღვინეობა PI

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული