"მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ჯიში ხელს უწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას აშშ-ში" - წერს ცნობილი გამოცემა yahoo finance.
ღვინის ექსპორტის ღირებულებამ მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, 2023 წელს კი 6%-ით გაიზარდა, იტყობინება Wines of Georgia. ერთ-ერთი წამყვანი ქართული ვაზის ჯიში საფერავი კი ყველაზე ზრდადია მონაცემებით. ამ კატეგორიის მიმართ საერთო ინტერესის ზრდამ აშშ-ს მომხმარებელთა შორის გამოიწვია მთელი რიგი აქციები და ღონისძიებები, რომლებიც სწორედ საფერავს ეძღვნება.
ამ თვის დასაწყისში, Wine Enthusiast-მა ასევე ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელიც საფერავს ეძღვება: "კეთილშობილური, მსოფლიო დონის ყურძნის ჯიში." - ასე არქმევს ავტორი სტატიის სათაურს. გამოცემამ ღრმად შეისწავლა ისტორია, ძირითადი მახასიათებლები და მზარდი ინტერესი ჯიშის მიმართ, მათ შორის, თუ როგორ წარმოადგენს საფერავი მეღვინეობის 8000 წელზე მეტ ტრადიციას საქართველოში: "მიუხედავად იმისა, რომ საფერავი ხშირად მზადდება, როგორც ჯიშური ღვინო, ძალიან მრავალმხრივია და ასევე კარგად ერწყმის სხვა ადგილობრივ და ასევე ევროპულ ჯიშებსაც, როგორიცაა კაბერნე სოვინიონი, მერლო და სირა. შეიძლება დაძველდეს ქვევრში, უჟანგავი ფოლადის ავზებსა თუ კასრებში, სწორედ ეს გამოხატავს მის ფართო სპექტრს". - წერს ავტორი.
მიუხედავად იმისა, რომ საფერავი ყველაზე აქტიურად, ბუნებრივია, საქართველოში მოჰყავთ, ყურძენი გავრცელდა აღმოსავლეთ ევროპის სხვა რეგიონებში , ისევე როგორც ახალი სამყაროს ღვინის რეგიონებში, სადაც ასევე კარგად ხარობს საფერავის ჯიში, განსაკუთრებით ნიუ-იორკის Finger Lakes-ის რეგიონში. ამ ჯიშისადმი ამერიკელი ღვინის მომხმარებელთა ინტერესის ზრდას მოწმობს საფერავის მესამე ყოველწლიური ფესტივალი, რომელიც 8 ივნისს ფინგერ ლეიკზე ტარდება . Saperica Inc.-ის მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართება დოქტორ კონსტანტინე ფრანკის მეღვინეობაში ჰამონდსპორტში, ნიუ-იორკი , ერთ-ერთი პირველი ღვინის საწარმოში გაიმართება, რომელმაც საფერავი გაავრცელა აშშ-ში. ფესტივალი აერთიანებს ადგილობრივი ქართული ჯიშების მწარმოებლებს საქართველოდან ფინგერ ლეიკსის რეგიონიდან და მთელი მსოფლიოდან, იქნება დეგუსტაციები და ავთენტური ქართული სამზარეულო ნიუ-იორკის რესტორან Chama Mama-დან . ასევე ჩატარდება საგანმანათლებლო სემინარები ვაჭრობისა და მედიისთვის.
ლაშა ცატავა, Saperica-ს თანადამფუძნებელი და ღონისძიების ორგანიზატორი, ამბობს: „მომდევნო ხუთ წელიწადში ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართული საფერავის ჯიში გახდება ფინგერ ლეიკის სინონიმი, რომელიც მოხიბლავს წითელი ღვინის მოყვარულებს მთელს რეგიონში და მის მიღმა!"
საფერავის ფესტივალის შესახებ მეტის გასაგებად და იმერსიული გამოცდილებისთვის დარეგისტრირებისთვის ეწვიეთ ფესტივალის Eventbrite გვერდს.
აშშ ქართული ღვინის ერთ-ერთი გამორჩეულად სტრატეგიული ბაზარია, სადაც გასული წლის მონაცემებით 900 000 ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული. აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტი გაიზარდა თითქმის 240%-ით 2012-2023 წლებში. კალიფორნიაში კი, კერძოდ Bay Area-ს წამყვან რესტორნებში განსაკუთრებით პოპულარულია საფერავი და ქართული ქარვისფერი ღვინოები.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი