Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სამხრეთ კაროლინის უკრაინული სასურსათო მაღაზიაში იმიგრანტებს ქართულ და უკრაინულ პროდუქციას სთავაზობენ

ამერიკაში, კაროლინას შტატში, მცხოვრები უკრაინელი იმიგრანტებისთვის, რომელთათვისაც ეს პერიოდი განსაკუთრებით მძიმეა, ადგილობრივი სასურსათო მაღაზიის მფლობელები, უკრაინულ კერძებსა და ქართულ ღვინოს სთავაზობენ. მაღაზიის მფლობელი უკრაინულ-ქართული ოჯახია.

The Washington Post-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომ მომხმარებლები ისეთი შორეული ადგილებიდანაც კი ჩადიან, როგორიც ატლანტაა, რათა უკრაინული ბორშჩი, ქართული ღვინო და ხაჭაპური გასინჯონ.

„ხშირად მესმის ფრაზები - ‘ასეთს მახსოვს დედაჩემიც აკეთებდა’, ამაზე უკეთეს კომპლიმენტს ვერ მოისმენ“, - ამბობს თანამესაკუთრე მაკა აფციაური. მისი მეუღლე კი უკრაინელი იმიგრანტი ალექსანდრ პავლიჩენკოა. ორივე მათგანი ძალიან გახარებულია, რომ იმიგრანტებს შეუძლიათ ქართული თუ უკრაინული პროდუქციით ცოტათი მაინც შეუმსუბუქონ სახლისა და სამშობლოს მონატრება. თუმცა, ისინი იმასაც ამბობენ, რომ ომის გამო შესაძლოა ვეღარ მოახერხონ შესაბამისი პროდუქციის იმპორტი.

პავლიჩენკო, მეუღლესთან ერთად, ყოველი დილის ექვს საათზე უკრაინაში თავისი ახლობლების მდგომარეობას ამოწმებს. „რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ეს ჩვენი კაფეტერიისთვის ყველაზე დატვირთული პერიოდია, სამწუხაროა, რომ ბიზნესი ამ საშინელი მდგომარეობის გამო იზრდება“ - ამბობს აფციაური. ამასთან ერთად, ადგილობრივი სასურსათო მაღაზიების სხვა მეპატრონეების მხარდაჭერით, ისინი ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებენ, რომელიც უკრაინაში გაიგზავნება. ამ წამოწყებას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

აფციაური სტატიის ავტორს უყვება, თუ როგორ გაიცნო მისი მეუღლე. ასევე, 2008 წლის აგვისტოს ომის გამოცდილებასაც იხსენებს. მათ მაღაზიასა და კაფეში დასაქმებული ადამიანების უმეტესობა წარმოშობით რუსია, რომელთაც აფციაური დადებითად ახასიათებს.

რთული მდგომარეობის მიუხედავად, ისინი განაგრძობენ მომხმარებლისთვის ტრადიციული კერძებისა და ქართული ღვინის  შეთავაზებას, რითაც ემოციურ მხარდაჭერასთან ერთად, ამ პროდუქციის პოპულარიზაციასაც უწყობენ ხელს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული