Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რამდენად ძველი შეიძლება იყოს კაბერნე სოვინიონის ვენახი?

კაბერნე სოვინიონის საერთაშორისო პოპულარობის მიუხედავად, მსოფლიოში მისი ძალიან ცოტა ძველი ვენახია. კაბერნეს ვენახების უმეტესობა 30 წლის წინაა გაშენებული, გამონაკლის შემთხვევებში - 50.

გამოცემა wine-searcher   ჩილეში მეღვინეობა Lapostelle-ის მიერ გამოშვებულ ახალ ღვინო La parcelle 8-ზე წერს. ამ ღვინის გამორჩეულობის მიზეზი ის ვენახია, რომლის ყურძნისგანაცაა დაყენებული. ვენახის ახლანდელი მდგომარეობა მიუთითებს, რომ ფილოქსერას გავრცელებამდეა გაშენებული, რაც თეორიულად ნიშნავს, რომ იგი 1800-იან წლების უნდა იყოს. გამოდის, რომ ეს კაბერნე სოვინიონის უძველესი ვენახია.

თავად ჩილეს ეს მეღვინეობა ამგვარი მოსაზრების დამტკიცებას არ ცდილობს. იმისათვის, რომ რომელიმე ვენახის უძველესობა დამტკიცდეს, აუცილებელია სხვა ყველა ვენახზე სრული ინფორმაციის ფლობა. მართალია, ჯენსის რობინსონის მიერ ძველი ვენახების შესახებ შეგროვებული ინფორმაციის მიხედვით, პოტენციური კონკურენტი მხოლოდ ბაროსას ველია, ეს საკმარისი არ არის. 1800-იანი წლების ვაზის ჯიშები საკმაოდაა შემორჩენილი, თუმცა, მათ შორის კაბერნე სოვინიონი არ ყოფილა. აქამდე ცნობილი იყო კარინიანის (Carignane), გრენაშის (Grenache), ზინფანდელისა (Zinfandel) და პაეისის (Mission (País) შესახებ. ავსტრიაში ასეთი ჯიშია Gruner Veltliner, გერმანიაში კი - რისლინგი. სამხრეთ აფრიკაში 1700-იანი წლების ვენახებიცაა შემორჩენილი, თუმცა, ასეთი ძელი კაბერნე სოვინიონი აქამდე არავის შეუნარჩუნებია.

მეორე მიზეზი, თუ რატომ არ ცდილობს Lapostelle მეღვინეობა ამის მტკიცებას ისიცაა, რომ ჩილეში საფრანგეთიდან ჩასულმა მეღვინეებმა, რომელიც დღეს ვენახის მფლობელები არიან, იმგვარი მეთოდით (ძველიდან ახლის გამოყვანის საშუალებით) დაამუშავეს ვაზი, რომ რთულია მისი 1970-იანი წლების ვენახისგან გარჩევა.

ჩარლს დე ბურნე, ღვინის ქარხნის გენერალური მენეჯერი ამბობს, რომ რადგან ჯერ ზუსტი ცოდნა ამის შესახებ არ აქვთ, არაფრის მტკიცებას არ აპირებენ. მაშინ, როდესაც სხვა ვენახებზე თამამად ამბობენ, რომ 150 წელზე მეტი ხნისაა.

მეღვინეობის მფლობელებისთვის, ალექსანდრა მარნიესა და მისი მეუღლის სირილ დე ბურნესთვის, ძველი ვენახის აღმოჩენა დიდი მოულოდნელობა იყო. როდესაც მათი წინაპრები საფრანგეთიდან ჩილეში ჩავიდნენ, მიზანი რაიმე მსგავსი არ ყოფილა, მათ მხოლოდ მეღვინეობის წამოწყება სურდათ. დე ბურნე ამბობს, რომ მისმა მშობლებმა იცოდნენ რამდენად გამორჩეული ტერუარი იყო და როგორი განსაკუთრებული მოვლა იყო საჭირო. ამ ადგილას, რომელსაც აპალტა ჰქვია, ვაზს დიდი ხანია აშენებენ, რადგან ნიადაგი ყველაზე მეტად ამისთვისაა შესაფერისი. თუმცა, როდესაც ამ ოჯახმა აწ მეღვინეობის წამოწყება გადაწყვიტა, არანაირი გარანტია არ არსებობდა, რომ ყველაფერი ამგვარი წარმატებით დასრულდებოდა.

მთავარი ღვინო, რომელსაც ისინი აყენებდნენ, Clos Apalta, ბორდოს ნაზავია, სადაც კაბერნე სოვინიონი წამყვანი მოთამაშე ნამდვილად არ არის. როდესაც დე ბურნემ 2013 წელს მეღვინეობა მშობლებისგან მიიღო, კაბერნესგან დაყენებული ღვინის, Parcelle 8, გამოშვება გადაწყვიტა. დე ბურნე ამბობს, რომ ადგილობრივი ვენახები მაღალი ხარისხისაა და მევენახეს ბევრი ჩარევა არ სჭირდება. ისინი მხოლოდ გოგირდსა და ორგანულ ზეთს იყენებენ. ღვინის დაყენების პროცესშიც მინიმალურ ჩარევას უჭერენ მხარს და ბუნებრიობის შენარჩუნებას ცდილობენ. ღვინოს კი ფრანგული მუხის კასრებში აყენებენ.

ღვინო, რომელიც წელს ჩამოისხა, 2015 წლის მოსავლისაა. მეღვინეები არ ჩქარობენ, ეს მათ საქმიანობასაც ეტყობა. მათთვის მნიშვნელოვანი იყო რომ ღვინო კარგად და სასიამოვნოდ დაძველებულიყო, რათა მისი მთელი პოტენციალი გამომჟღავნებულიყო. არსებობს გავრცელებული მოსაზრება რომ ჩილეს ღვინოები კარგად არ ძველდება, ეს ოჯახი სწორედ ამის შეცვლას ცდილობს. მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხარისხია და არა რაოდენობა, ამიტომაც აწარმოებენ ცოტას, მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა, გაყიდვებიდან გამომდინარე, საკმაოდ მაღალია.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული