ევროკავშირმა და გაერომ ახალი კვლევა დააფინანსეს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკური სექტორი მზად არის ევროპაში ექსპორტის გასაზრდელად. ანგარიშში, სახელწოდებით „საქართველოს ეკონომიკის სექტორი საექსპორტო პოტენციალით“, გამოკვეთილია ღვინისა და სასმელების სექტორი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და დიდი პოტენციალის მქონე სფერო.
ანგარიშში, სადაც ღვინისა და სასმელების სექტორია გამოკვთილი, როგორც ყველაზე პერსპექტიული საექსპორტო პოტენციალის მქონე სფერო, ასევე მითითებულია ტრანსპორტის, ტელეკომის/IT, სამთო და ტანსაცმლის წარმოების სექტორები, რომლებსაც აქვთ ხელსაყრელი საექსპორტო შესაძლებლობები.
საქართველომ და ევროპამ ასოცირების ხელშეკრულებას 2014 წელს მოაწერეს ხელი, მაგრამ გაეროს ანგარიში ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ იბრძვიან ქართულ კომპანიები შეღავათიანი სავაჭრო შესაძლებლობების სრულად გამოყენებისთვის. მრავალი ლოჯისტიკური დაბრკოლება კვლავ აფერხებს დასავლეთის მიმართულებით ვაჭრობას, რის გამოც ქართველი ექსპორტიორები - მათ შორის მეღვინეები - დამოკიდებულნი არიან ტრადიციულ ბაზრებზე, როგორიცაა რუსეთი და თურქეთი.
„მთავარი გამოწვევები, რომლებიც აფერხებს ევროკავშირისკენ მიმავალი ექსპორტის ზრდას, დაკავშირებულია საჭირო სერთიფიკატების მოპოვებასთან და ევროკავშირის ხარისხისა და სტანდარტების მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან კონკრეტული პროდუქტებისთვის“, - ნათქვამია ანგარიშში. „სხვა დაბრკოლებებს შორისაა ინფორმაციის ნაკლებობა საექსპორტო პოტენციალისა და პროცედურების შესახებ, ისევე როგორც არასაკმარისი წარმოების შესაძლებლობები ექსპორტისთვის“.
კომპანიებს სჭირდებათ კაპიტალი არსებული ბარიერების დასაძლევად, მაგრამ კაპიტალის ბაზარი საქართველოში არ არის კარგად განვითარებული, განაცხადა დავით კეშელავამ, თბილისის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის მაკროეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ხელმძღვანელმა. „ფინანსებზე ხელმისაწვდომობა დიდი პრობლემაა, რადგან დაფინანსების ძირითადი წყარო საბანკო სესხებია, რომლებიც საკმაოდ ძვირია“, - განუცხადა კეშელავამ Eurasianet-ს.
2024 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ ანგარიშში , სახელმწიფო სტატისტიკის სააგენტო, საქსტატი, იტყობინება, რომ ქვეყანამ მშპ-ს ძლიერი ზრდა განიცადა ამ პერიოდში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამავე დროს, FOB ექსპორტის ღირებულება პირველ ნახევარში წინა წელთან შედარებით 6.7 პროცენტით შემცირდა. გარდა ამისა, 2024 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში „გარე საქონლის ვაჭრობის ბრუნვა“ შემცირდა წლიურად 1.8 პროცენტით. სტატიას გაეცანით eurasianet.org-ზე.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი