Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ამერიკაში ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის ახალი პროგრამა შემუშავდა

 

Wines of Georgia ამერიკულ კომპანია Colangelo & Partners-თან ახალ პარტნიორობას აანონსებს. ამ სტრატეგიული კამპანიის მიზანი ამერიკაში ქართული ღვინის ისტორიის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Wine Industry Advisor წერს.

Wines of Georgia-ს მისია ქართული ღვინოების ამერიკაში პოპულარიზაციაა და მას საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო აფინანსებს. Colangelo & Partners-თან თანამშრომლობით ერთიანი დიდი საკომუნიკაციო გეგმა შემუშავდება, რომელიც ძირითადად მედიასა და ვაჭრობის სექტორზეა გამიზნული.

თამარ მეტრეველი, ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და PR-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამ კომპანიასთან თანამშრომლობა დიდი წარმატების საწინდარია, რადგან მათ კარგი გამოცდილება აქვთ ღვინის ინდუსტრიაში, ინტეგრირებულ კომუნიკაციებსა და სამომხმარებლო მედიაში.

საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ გამოცემასთან შემდეგი კომენტარი გააკეთა: ქართულ ღვინოს დიდი ისტორია და კულტურა აქვს. ჩვენ მოუთმენლად ველით ქართული ღვინოების ხილვადობისა და ცნობადობის გაზრდას ამერიკის შეერთებულ შტატებში, რადგან საექსპორტო ბაზარს ზრდის დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენი ქვეყნის ღვინის ქარხნები მაღალი ხარისხის ღვინოს აწარმოებენ, ტრადიციებს იზიარებენ და მომავლისკენაც ისწრაფვიან. დროა ამის შესახებ ამერიკელმა მომხმარებელმაც იცოდეს, რაშიც Colangelo & Partners დაგვეხმარება.“

Colangelo & Partners მედიის სხვადასხვა პლატფორმის გამოყენებით ახალ სავაჭრო აქტივობებსა და ღონისძიებებზე იმუშავებს. ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამერიკული პრესისთვის ინფორმაციის მიწოდებაცაა.  მთავარი აქცენტი ქართული მეღვინეობის ისტორიაზე, კულტურასა და ხარისხზე, ასევე რეგიონებზე, ტერუარზე, ტრადიციებსა თუ ინოვაციებზე გაკეთდება.

კონკრეტულად დაგეგმილია: ივლისში SeventyFifty-თან ღონისძიება, იმპორტიორების ფორუმი (ივლისი), მყიდველების ფორუმი (სექტემბერი) SommGo-თან ერთად, TEXSOM-ში მონაწილეობა, ქართული ღვინის ამბასადორების პროგრამა, GuildSomm მასტერკლასები, ნაპას ველის ღვინის აკადემიის ქართული ღვინის სერტიფიცირების პროგრამა (ოქტომბერი) და სხვა.

 „ჩვენ Wines of Georgia-თან პარტნიორობით მოხარულები ვართ. ქართული მეღვინეობის ისტორია და კულტურა მომხიბვლელია, ღვინოების ხარისხი კი შესანიშნავი. მოუთმენლად ველით ჩვენი სავაჭრო და მედიაზე ორიენტირებული საკომუნიკაციო გეგმის განხორციელებას და დარწმუნებულები ვართ, რომ აშშ-ში ქართული ღვინის შესახებ ცნობადობის ამაღლებას ხელს შევუწყობთ.“, - ამბობს Colangelo & Partners-ის პრეზიდენტი ჯინო კოლანჯელო.

ეს პარტნიორობა საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით შედგა.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.