Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“ღვინის ისტორიის უძველესი საწყისი კავკასია, კერძოდ კი საქართველოა” - Tasting Table ქართულ ღვინოზე

Tasting Table საქართველოს შესახებ წერს. სტატიაში ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ შეცვალა ისტორიულმა აღმოჩენებმა ღვინის წარმოშობის შესახებ ჩვენი წარმოდგენა: '"მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი ღვინოს ასოცირებს ძველ საბერძნეთთან, სადაც ის დიონისეს საჩუქრად ითვლებოდა და მრავალმხრივ გამოიყენებოდა, მათ შორის სამედიცინო, რელიგიური და სარიტუალო მიზნებისთვის, მისი ნამდვილი ფესვები გაცილებით უფრო ძველია და საქართველოს უკავშირდებოდა. საქართველო, კავკასიის რეგიონში მდებარე ქვეყანა, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს ევროპასა და აზიასთან, ღვინის ერთ-ერთ უძველეს სამშობლოდ ითვლება. ეს მოსაზრება ეფუძნება არქეოლოგიურ აღმოჩენას, რომელიც თბილისიდან დაახლოებით 50 კილომეტრის მოშორებით მოხდა." - ვკითხულობთ სტატიაში. ავტორი ქვევრის ნარჩენებზე წერს, სადაც მეცნიერებმა წიპწები აღმოაჩინეს,რაც სწორედ იმის მისანიშნებელი იყო, რომ ამ ჭურჭელში წარსულში ღვინო ინახებოდა. თიხის ჭურჭლის ფორმაც მიუთითებდა, რომ ის არა მხოლოდ ყურძენს, არამედ ღვინოსაც ინახავდა.

სტატია ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ დღევანდელ საქართველოში მეღვინეობის უძველესი ტრადიციები კვლავაც ცოცხალია: "ქვევრი, სპეციალური თიხის ჭურჭელი, რომელიც ნახევრად მიწაშია ჩაფლული, ჯერ კიდევ გამოიყენება ტრადიციული ღვინის დასამზადებლად. ეს მეთოდი უცვლელად გადაეცემა თაობიდან თაობას და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ პრაქტიკად მეღვინეობის ისტორიაში."

გარდა საქართველოსა, სტატია ეხება სხვა კავკასიის ქვეყნებსაც, როგორებიცაა სომხეთი და თურქეთი, რომლებიც ასევე აქტიურად არიან ჩართული მეღვინეობის ტრადიციებში. მაგალითად, სომხეთში მოიძებნება მსოფლიოში ყველაზე ძველი ცნობილი ღვინის საწარმოო ნაგებობა, რომელიც დაახლოებით 4,100 წლისაა: "თურქეთშიც აღმოჩენილია მტკიცებულებები, რომლებსაც მიუთითებს, რომ ამ რეგიონში ყურძენი მოჰყავდათ და ღვინოს აწარმოებდნენ დაახლოებით6,000 წლის წინ"

ავტორი დასკვნის სახით საუბრობს, რომ კავკასია არის ის რეგიონი, რომელიც ღვინის ნამდვილ სამშობლოდ უნდა მიიჩნიოს სამყარომ: "მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნებშიც იყო მეღვინეობის ადრეული ფორმები, სწორედ კავკასია, და განსაკუთრებით საქართველო, იყო ის ადგილი, სადაც ღვინის კულტურა ყველაზე მეტად განვითარდა და გავრცელდა. ეს მეღვინეობისა და კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ კონტექსტში." - სტატიას გაეცნობით tasting table-ზე.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.